, დაახლოებით ორი თვეა დამეწყო წუსლების ტკვილი. თავ... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

06-12-2012

-გამარჯობა, დაახლოებით ორი თვეა დამეწყო წუსლების ტკვილი. თავიდან 1კვირა მტკიოდა და ეხლა უბრალოდ გაბუჟებული მაქ ხოლმე,, კონკრეტულად ქუსლი. დილაობით განსაკუთრებით რომ ვდგები ნელ-ნელა მილის მერე... რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს და რა ვუშველო? 16წლის გოგო ვარ და რამე საშიში ხომ არაა? მადლობა წინასწარ

პასუხი
-ქუსლებში ტკივილს ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: პირველი მიზეზი ეს არის ქუსლების სტრუქტურების მუდმივი ხასიათის გადაძაბვა, რაც იწვევს დატვირთვის დროს ტკივილს. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ ქუსლის ტკივილის სინდრომს~. ის შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში.
ქუსლის ტკივილის მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა. ფეხის გულის ფასცია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლის სახით არის გადაჭიმული ფეხის გულის ზედაპირზე ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე. ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. შედეგად განვითარდება ტკივილი ქუსლში და ტერფის თაღში. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია დილით, როცა ადამიანი დგება საწოლიდან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ. დღის განმავლობაში იგი თანდათანობით კლებულობს.
გირჩევთ, მიმართოთ ორთოპედს. რაც შეეხება მკურნალობას, გეტყვით, რომ სიარულის დროს დარტყმების ძალის შესამცირებლად ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს რბილი ძირი და წნევის ტერფის უკანა ნაწილიდან წინისკენ გადასანაწილებლად ფეხსაცმელი ქუსლის მიდამოში სპეციალური სუპინატორით უნდა იყოს შემაღლებული.
თუ თქვენი პრობლემა ბრტყელტერფიანობაა, მაშინ ასევე სპეციალური სუპინატორი უნდა მოათავსოთ ფეხსაცმელში (ორთოპედმა უნდა შეგირჩიოთ). ძალიან დიდი მნიშვნენელობა აქვს ფეხსაცმლის შერჩევას - მას უნდა ჰქონდეს მაგარი უკანა მხარე (ქუსლის აყოლებასთან) რათა მყარად დაიჭიროს ქუსლი. გარდა ამისა, ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს გარკვეული ზომის ქუსლი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად