მაქვს ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება,შეიძლება თუ ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

03-12-2012

-მაქვს ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება,შეიძლება თუ არა 37-37,3 გრადუსი ტემპერატურა ამის ბრალი იყოს?ვარ 11 კვირის ორსული

პასუხი
-ქრონიკული ქოლეცისტისტის გამწვავებას ახლავს ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ თქვენს მდგომარეობაში საჭიროა გინეკოლოგთან დროული ვიზიტი, საჭიროების შემთხვევაში იგი გადაწყვეტს სხვა სპეციალისტის ჩარევის აუცილებლობას, რათა დადგენილი იქნას სუბფებრილიტეტის მიზეზი.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობისას სხეულის ტემპერატურა იმატებს და 37 გრადუსის მახლობლად მერყეობს. ეს გამოწვეულია ორსულობის ჰორმონების მოქმედებით და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებით. ორსულობის პირველ თვეებში ქალს არ უნდა აშინებდეს სხეულის ტემპერატურის 37,2-გრადუსიანი, თუნდაც ოდნავ უფრო მაღალი მაჩვენებელი. როდესაც საშვილოსნოში ნაყოფი იწყებს განვითარებას, ქალის ორგანიზმი დიდი ოდენობით გამოიმუშავებს პროგესტერონს, რაც სხეულის ტემპერატურაზე მოქმედებს. ეს თავისებური რეაქციაა ორსულობაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ვიზიტი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად