რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, უხერხული კითხვისთვის ბოდიშს გიხდით. სულ 1 თვეა რაც გავთხოვდი , სექსის დროს საშოდან ჰაერი გამომდის ხოლმე თან ისე რომ ხმას აქვს , და რატაო რა გვაკეტო ?
პასუხი
-ამის მიზეზი შეიძლება იყოს შორისის კუნთების სისუსტე (არანავარჯიშები კუნთები). ეს ქალებში გამოიხატება სუსტი შეგრძნებებით სქესობრივი ურთიერთობის დროს, ინტიმური ურთიერთობის პროცესში საშოში ჰაერის მოხვედრით და შემდეგ მისი გამოსვლით დამახასიათებელი არასასიამოვნო ხმებით. ამ პრობლემისთვის მოწოდებულია ვარჯიშების სქემა. ეს არის კეგელის ვარჯიშები განკუთვნილია შორისის კუნთების გასავარჯიშებლად. იგი კარგ შედეგს იძლევა ქალებსა და მამაკაცებში შარდ-სასქესო ორგანოების დისფუნქციის დროს (შარდის შეუკავებლობა, პროსტატიტი და სხვა), არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას (ერექცია, ეაკულაცია, ორგაზმი) და ეფექტურია სწორი ნაწლავის დაავადებების დროს (ჰემაროე, განავლის შეუკავებლობა და სხვა). იმისათვის რომ იცოდეთ თუ რომელ კუნთებზეა საუბარი, სცადეთ შემდეგი (ანუ ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთეთ!). როდესაც ტუალეტში შეხვალთ მოშარდვის პროცესში წამით შარდი შეიკავეთ და დააფიქსირეთ თუ რომელი კუნთები დაგეჭიმათ. ეს სწორედ ის კუნთებია რომლებსაც მშობიარობის შემდეგ გავარჯიშება სჭირდებათ. კეგლის ვარჯიშები სამი ნაწილისგან შედგება: -ნელი დაჭიმვა: დაჭიმეთ კუნთები, ისე როგორც აკეთებთ შარდის შეკავების დროს. ნელა დაითვალეთ სამამდე. მოდუნდით. ოდნავ რთული იქნება თუ კუნთებს მოჭიმულ მდგომარეობაში გააჩერებთ 5-20 წამი და შემდეგ თანდათანობით მოადუნებთ. "ლიფტი"- ოდნავ დაძაბეთ კუნთები (I სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ, შემდეგ ოდნავ ძლიერად შეკუმშეთ (2 სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ და ა.შ. 4-7 სართულამდე. ქვემოთ დაეშვით ასევე ეტაპობრივად. -შეკუმშვა: შეკუმშეთ და მოადუნეთ კუნთები რაც შეიძლება სწრაფად. -გამოტყორცნა: გაიჭინთეთ ზომიერად (როგორც დეფეკაციის ან მშობიარობის დროს); ეს ვარჯიში შორისის კუნთების გარდა ძაბავს მუცლის კუნთებსაც. თავდაპირველად 10 ნელი დაჭიმვა, 10 შეკუმშვა და 10 გამოტყორცნა დღეში 5-ჯერ. ერთი კვირის შემდეგ 5-5 ვარჯიში დაამატეთ და მომდევნო ყოველ კვირას დაამატეთ დღეში 5-5 ვარჯიში სანამ არ ახვალთ 30-მდე.