ვარ 14 წლის 152სმ და 50 კილო მინდა დაკლება და სიმა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

02-12-2012

-ვარ 14 წლის 152სმ და 50 კილო მინდა დაკლება და სიმაღლეში მომატება რას მირჩევთ? სიმაღლეში მოსამატებელ წამალს ვსვავ და წონაში მოვიმატე წამლის სახელია დუოვიტი რამე მეშველება? თან დიეტაც რომ დავიწყო სიმაღლეში გაზრდაში ხელს ხომ არ შემიშლის?

პასუხი
-თქვენს ასაკში ყოველგვარი დიეტა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, გირჩევთ სვათ დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსგაითვალისწინეთ ასეთი რჩევები: -ტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. -ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
ახლა კი დიეტების შესახებ ვისაუბროთ: მსოფლიოში უამრავი დიეტა არსებობს, მხოლოდ მათი კლასიფიკაციის ჩამოთვლაც კი ძალიან შორს წაგვიყვანდა და ამის მიუხედავად მაინც არსებობს სიმსუქნის, ჭარბი წონის პრობლემა. თითქოსდა ადვილია – აირჩიე შენთვის მოსაწონი დიეტა, რომლის ავტორიც თვეში 10-15 კგ-ის დაკლებას გპირდება და შენი პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ უმთავრესი ის გახლავთ, რომ მხოლოდ სწორად შერჩეული და მკაცრად დაცული დიეტა მოგიტანთ სასურველ შედეგს. და უნდა გახსოვდეთ: წარმატების 70% თქვენზე, თქვენს ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული.
დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული, უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და თქვენი კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ. ახლა კი გთავაზობთ რაციონალური, ჯანსაღი კვების რამდენიმე წესს, რომლებიც დიეტის შერჩევისას დაგეხმარებათ:
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს. -
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს. - ნუ მოგხიბლავთ ე.წ. სწრაფი დიეტები – გახდით ნელ-ნელა და გონივრულად! რაც შეეხება სიმაღლეში მოსამატებლად გირჩვეთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.
ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში. უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია. ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება. გარდა ამისა, გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადოს მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.
არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც:
25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად