მოგესალმებით ვარ 30 წლის მშობიარობის შემდეგ დამრჩა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

01-12-2012

-მოგესალმებით ვარ 30 წლის მშობიარობის შემდეგ დამრჩა მუცელი,ვარ 60 კილო და სიმაღლეში 1,62.ხომ ვერ მირჩევდით რაიმე დიეტას რომ ამ მუცელს ვუშველოგმადლობთ

პასუხი
შემოგთავაზებთ ვარჯიშებს, რომლებიც მუცლის პრესს გაგიმაგრებთ და თქვენს მუცელს ლამაზს და მიმზიდველს გახდის.
მუცლის პრესის ვარჯიში 1: დაწექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მაქსიმალურად მოხარეთ (ქუსლებით თითქმის დუნდულა კუნთებს უნდა ეხებოდეთ). კარგი იქნება, თუ ვინმე ფეხებს გაგიმაგრებთ, რომ ვარჯიშის შესრულების დროს ფეხები იატაკს არ მოშორდეს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ფეხები შეგიძლიათ დივნის ან სავარძლის ქვეშ გაამაგროთ. თითებგადაჯვარედინებული ხელები თავქვეშ ამიდეთ. ახლა შეეცადეთ იდაყვებით მუხლებს შეეხოთ. ეს ვარჯიში კარგ შედეგს იძლევა ზედა პრესისთვის, მაგრამ შეიძლება მისი მოდიფიცირება გვერდითი კუნთების გასამაგრებლად, ამისათვის მარცხენა იდაყვით შეეხეთ მარჯვენა მუხლს, შემდეგ მარჯვენა იდაყვით_ მარცხენა მუხლს.
თავდაპირველად 30-30 ვარჯიში შეასრულეთ შუა და გვერდითი კუნთებისთვის (შემდეგ თანდათანობით მოუმატეთ), თანაც შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოთ ვარჯიშები. იდეალურ ვარიანტში 50 ვარჯიში სრულდება 1 წუთში.
მუცლის პრესის ვარჯიში 2: დაწექით იატაკზე და ერთდროულად აწიეთ ხელები და ფეხები, თან შეეცადეთ ხელის თითებით ფეხის თითებს, შეეხოთ. გაიმეორეთ ეს ვარჯიში მინიმუმ 20-ჯერ, თან გახსოვდეთ, რომ ამ ვარჯიშის შესრულება საჭიროა სწრაფად. ასე თქვენ გაიმაგრებთ ქვედა და გარკვეულწილად ზედა პრესს.
მუცლის პრესის ვარჯიში 3: ეს ვარჯიში სასარგებლოა ზედა პრესისთვის. მისი შესრულების დროსაც პირველი ვარჯიშის მსგავსად თითებგადაჯვარედინებული ხელები ამოიდეთ თავქვეშ. შემდეგ ნელ-ნელა მოაშორეთ ზურგი იატაკს. არ არის აუცილებელი ზურგის მთლიანად აწევა, საკმარისია, ზედა ნაწილის წამოწევა. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 15-20-ჯერ, მზის წნულის არეში მსუბუქი ტკივილის შეგრძნებამდე.
ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს ყოველდღე, ორი კვირის შემდეგ უკვე შედეგს ნახავთ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ნორმალური წონის ქალებში დიდი მუცლის  მიზეზი ძალიან ხშირად არის ხოლმე კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევები - შეკრულობა, გაზები. ამიტომ, თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად