რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-6,3 კვირის ორსულობა. საშვილოსნოს სხეული გადახრილია წინ, ზომით 66X54X57მმ. მიომეტრიუმის ექოსტრუქტურა ერთგვაროვანი. საშვილოსნოს ღრუს ქვედა(ხაზგასმული) მესამედში ისხნება ერთი, მცირედ დეფორმირებული (ფუძის არეში ჰიპერტონუსის ხარჯზე) სანაყოფე პარკი ზომით 14X14X18. ყვითრის პარკის დიამეტრი 3მმ. ემბრიონის თხემ-კუდუსუნის ზომა 3,3მმ, შეესაბამება 6კვირას. გულისცემა დადებითი. ყვიტელი სხეული ზომით 24მმ, საშუალოდ გამოხატული პერიფერიული ვასკულარიზაციით. კვლევისას ფუძის არეში აღინიშნა მიომეტრიუმის ზომიერად გამოხატული ლოკალური ჰიპერტონუსი. საშვილოსნოს ყელი სიგრძე 33მმ. შიგნითა პირი დახურული. ექიმმა მითხრა მოშლია საშიშროება არისო და 1კვირა წოლითი რეჯიმი დამინიშნა, ძალიან მეშინია და გთხოვტ მითხარით რა ხდება? ძაან ვნრვიულობ.
პასუხი
პასუხობს სამკურნალო დიაგნოსტიკური კაბინეტი “ვეგას” გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, კოლპოსკოპიური კაბინეტის ხელმძღვანელი, ქეთევან ქარქაშაძე
- წოლით რეჟიმთან ერთად შეგიძლიათ იხმაროთ პაპავერინის სანთელი დღეში ერთხელ, სწორ ნაწლავში ძილის წინ. თუ ექიმმა დამატებითი მკურნალობა არ დაგინიშნათ, ე.ი თქვენი მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას.