. მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ვარ 19 წლის მაწუხებს ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

01-12-2012

-გამარჯობათ. მინდა ერთი კითხვა დაგისვათ ვარ 19 წლის მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა სისხლის ანალიზის გავიკეთე ჩიყვითს არ მაქვს... რისი ბრალი სჰეიდზლება იყოს და ვის მივმართო?

პასუხი
-სანერვიულო არაფერი გაქვთ, ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი, თუნდაც მას სპეციფიკური სუნი ახასიათებდეს, მოგვარებადი პრობლემაა. ძალიან კარგი იქნებოდა, მოგეწერათ, განსაკუთრებით სხეულის რომელი ნაწილის ოფლიანობა გაწუხებთ. ჭარბი ოფლიანობა ლოკალურიც შეიძლება იყოს და გენერალიზებულიც. ამ პათოლოგიური მდგომარეობის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, განვითარების მექანიზმი კი კარგად არის შესწავლილი - დადგენილია, რომ ბრალი მიუძღვის სიმპათიკური ნერვული სისტემის არანორმალურ ფუნქციობას. გენერალიზებულ ჰიპერჰიდროზს ანუ მთელი სხეულის მომატებულ ოფლიანობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის - ენდოკრინული დარღვევა (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, კლიმაქსური პერიოდი, ფეოქრომოციტომა და სხვა), ინფექციური დაავადება (სეპტიცემია, ტუბერკულოზი, მალარია და სხვა), ნევროლოგიური დაავადება. ბრალი მიუძღვის ასევე ფსიქოგენურ ფაქტორებს, წამლებს (ასპირინს, ინსულინს, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს, მორფინისა და პრომედოლის ჯგუფის ანალგეტიკებს და სხვა), მოწამვლას (ფოსფორორგანული ნივთიერებებით, სოკოთი). ეგრეთ წოდებული "ღამის ოფლის" სიმპტომი ახასიათებს ტუბერკულოზს, რევმატიზმს, ქრონიკულ ტონზილიტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად