ვარ 25 წლის გათხოვილი ქალი, თმები ბავშვობიდან თხე... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

27-11-2012

-გამარჯობათ, ვარ 25 წლის გათხოვილი ქალი, თმები ბავშვობიდან თხელი მაქვს მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მცვივა და არც სიგრძეში მეზრდება, შვილი არ მყავს, ჩვეულებრივ კვებაზე ვარ, რა შეიძლება იყოს თმის ცვენის მიზეზი და თუ შეეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე თმის ცვენის შესაჩერებლად, მადლობა წინასწარ

პასუხი
-გირჩევთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად და სისხლის ანალიზი ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრის მიზნით, რათა გამოირიცხოს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები.
თმების ზრდა გამუდმებით მიმდინარეობს, ერთი თვის განმავლობაში თმა საშუალოდ 1-1,5 სმ-ით იზრდება. ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია: კვებაზე, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე (ამ სისტემების დაავადებები აუარესებს თმის მდგომარეობას, თმა ცუდად იზრდება, ხდება მტვრევადი, უსიცოცხლო ან პირიქით, ცხიმიანი და ძლიერდება თმის ცვენა), თმის დაყოფილი ბოლოები, ჰიპოვიტამინოზი, (თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა; ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა), გენეტიკურ ფაქტორზე, ტრიქოლოგიურ პრობლემაზე (სებორეა, ფსორიაზი და სხვა);
თუ თმის ზრდის შეჩერება მოხდა რაიმე სერიოზული დაავადების მიზეზით სახლის პირობებში თმის მკურნალობა შედეგს არ მოგცემთ, ამ შემთხვევაში საჭიროა ტრიქოლოგთან მკურნალობა. სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).
გირჩევთ მიმართოთ ტრიქოლოგს, ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად