ვარ 39 წლის, სახე იმაზე მეტად მაქვს დანაოჭებული ვ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

26-11-2012

-გამარჯობათ, ვარ 39 წლის, სახე იმაზე მეტად მაქვს დანაოჭებული ვიდრე უნდა მქონდეს, გარდა ამისა მაწუხებს კანის სიმშრალე, რადგან არ მაქვს ძვირადღირებული კრემების საშუალება უკვე ერთი თვეა ვიყენებ ა და ე ვიტამინებს ყოველდღიურად მკვებავის ნაცვლად, რას მირჩენთ, რამეს ხომ არ ავნებს....

პასუხი
-მშრალი კანი საკმაოდ ხშირად გვხვდება და განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს, რადგან უარყოფითი ზემოქმედებისადმი მეტისმეტად მგრძნობიარეა და სწრაფად ბერდება. მშრალ კანს აქვს მცირე ზომის ფორები და მკრთალი ელფერი, ახასიათებს ცხიმის დაქვეითებული შემცველობა. არასაკმარისი ან არასწორი მოვლის დროს შრება, იქერცლება და ელასტიკურობას კარგავს. ასეთ კანზე ნაოჭები, განსაკუთრებით - თვალების ირგვლივ, სხვა ტიპის კანთან შედარებით ადრე წარმოიქმნება.
კანი შეიძლება გამოუშრეთ იმ ქალებს, რომლებიც არ იცავენ მას გარემოს მავნე ფაქტორებისგან, სვამენ საკმაოზე ნაკლებ წყალს და ა.შ. ასეთ დროს კანი უხეშდება და აქერცვლას იწყებს. კანის სიმშრალეს იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ცუდი მუშაობა და კანის ზედაპირიდან სითხის სწრაფად აორთქლება, ამის მიზეზი ხშირად არასწორი კვება და/ან კანის არასწორად მოვლაა. კანის სიმშრალის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
>ამინდი: კანზე მზის სხივების, ქარის, სიცივის პირდაპირი ზემოქმედება;
>ჰაერის სიმშრალე, რომელსაც განაპირობებს ზამთარში სახლის გადამეტბული გათბობა, ზაფხულში - კონდენციონერი.;
>ცხელი წყლით ხშირი ბანაობა, ტუტე საპნის გამოყენება, კოსმეტიკის ზედმეტი მოხმარება;
>კანის სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადებაც, რომელსაც ხშირად ქავილიც ახლავს: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტიურობა, ალერგია, ფსორიაზი, დერმატიტი, ეკზემა;
>მემკვდრული წინასწარგანწყობა;
>კანის დაბერებას ახლავს კანის ელასტიკურობის დაქვეითება და სიმშრალე.
მოგცემთ რჩევებს თუ როგორ უნდა მოუაროთ მშრალ კანს:
-აუცილებელია გამოძინება. ძილის დროს კანის უჯრედები აღდგება, კანი ისვენებს, -რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და კანის ზედაპირის (მათ შორის ხელის კანისაც) მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები.
-ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი.
-საკვები რაციონი გაამდიდრეთ მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით.
-შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის, კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება.
-უარი თქვის სიგარეტსა და ალკოჰოლზე;
-ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადიბას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას.
-შხაპი და აბაზანა დღეში 2-ზე მეტად არ მიიღოთ, არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით (უმჯობესია ოთახის ტემპერატურის წყლით ბანაობა), გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით. ბანაობის შემდეგ კანი ნაზად გაიმშარალეთ (უხეშად არ გაიწმინდოთ, ეს გამოიწვევს მშრალი კანის და წაისვით დამატენიანებელი კრემები.
სასარგებლო რეცეპტები ზეითუნის ზეთზე დამზადებული.
ზეითუნის ზეთი შეუცვლელია კოსმეტოლოგიაში. ყველამ კარგად იცის, რომ კანის მოვლის უამრავი საშუალება სწორედ ზეითუნის ზეთის საფუძველზე მზადდება. კანისა და თმის მოსავლელი საშუალებები შინაც შეგიძლიათ მოამზადოთ. სახის დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ნიღაბი წვრილად გახეხეთ ახალი კიტრი და მწიფე ბანანი. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ ნახევარი საათი და წაისვით სახეზე. ეს ნიღაბი ამშვიდებს მგრძნობიარე კანს, კვებავს და ატენიანებს მას.
ნაოჭების ნაადრევი გაჩენის თავიდან ასაცილებლად კვირაში ორჯერ სახე დაიზილეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევით (თანაფარდობით 1:1). სახის მატონიზებელი ნიღაბი ეს ნიღაბი ყველა ტიპის კანს უხდება. განსაკუთრებით ეფექტურია დაღლილი და მოდუნებული კანისთვის.
აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი არაჟანი, ერთი სადილის კოვზი მშრალი საფუარი, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი სტაფილოს ან ვაშლის წვენი. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. სახის მკვებავი ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი და მოდუნებული კანისთვის.
აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ორი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წაისვით დაბანილ (ან კარგად გაწმენდილ) სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დაინახავთ, რომ პირისკანი ახალშობილის კანივით ნაზი და ფაფუკი გაგიხდებათ.
დამატებით გაეცანით რჩევებს ჩვენს ვებ გვერდზე მისამართზე
http://mkurnali.ambebi.ge/fitotherapia/1032-2009-03-11-18-08-56.html
ვიტამინი E ხელს უწყობს კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას. იგი აჩქარებს უჯრედის განახლებას, იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. ამიტომ E ვიტამინი ბევრი კრემის შემდეგნლობაში შედის, E ვიტამინის შემცველი კრემი არბილებს კანს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ანთებითი პროცესების ალაგებას.
E ვიტამინი კი არ წაისვათ სახის კანზე, არამედ ამ ვიტამინის შემცველი კრემები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად