ძეხვით ინტოქსიკაციის დროს რა ზომებს უნდა მივმართოთ... | ტოქსიკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ტოქსიკოლოგია

კატეგორია - ტოქსიკოლოგია

21-11-2012

-ძეხვით ინტოქსიკაციის დროს რა ზომებს უნდა მივმართოთ და აყენებს თუ არა ის ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს? წინასწარ გმადლობთ.

პასუხი
-საკვებით მოწამვლის დროს უქეიფობის პირველი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვების ან სასმელის მიღებიდან 5-6 ან 12-14 საათის შემდეგ. ისინი ყველასთვის ნაცნობია: ღებინება, ფაღარათი, ძლიერი საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში.
გამოვლენა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მსუბუქი დისკომფორტით დაწყებული, ინვალიდობითა და სიკვდილით დამთავრებული (უპირატესად - ბოტულიზმისა და მეთილის სპირტით მოწამვლის შემთხვევაში).
ვიქცევით ასე:
დალიეთ 5-6 ჩაის ჭიქა გადადუღებული თბილი წყალი, შემდეგ ენის ძირზე ზეწოლით შეეცადეთ გამოიწვიოთ ღებინება. ეს პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. შემდეგ მოამზადეთ ნარევი ასეთი პროპორციით: 1 ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი მეოთხედ ჩაის ჭიქა გადადუღებულ თბილ წყალზე - და მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ. იმავდროულად ეცადეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე: ჩაი, წყალი, გვირილის ნაყენი. ამით აღადგენთ ორგანიზმის წყალმარილოვან ბალანსს. სვით ნელა, პატარა ყლუპებით, თორემ თავს ისევ ცუდად იგრძნობთ. მოწამვლის პირველ დღეს სჯობია არაფერი ჭამოთ, მომდევნო რამდენიმე დღეს, ეცადეთ, დამზოგველი დიეტა დაიცვათ. რაციონიდან ამოიღეთ კონსერვები, შოკოლადი, გაზიანი სასმელი, ცხარე, ცხიმიანი, მლაშე, შემწვარი პროდუქტი. უპირატესობა მიანიჭეთ წყალზე დამზადებულ ფაფებს, მოხარშულ ბოსტნეულს, უცხიმო მოხარშულ ხორცს, თევზს, კისელს. წამლები საჭირო არ არის - ორგანიზმი თავად გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად