ბბ ტესტი გავიკეთე მენზს ველოდები 5 დღეეში და ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

20-11-2012

-ბბ ტესტი გავიკეთე მენზს ველოდები 5 დღეეში და მეორე ხაზი გავარდისფრდა გვიან ესე 30 წუთის მერე რომ ეს რას ნიშნავს ? მარტო მკერდი მტკივა მეტი არაფერიიი და კიდევ თუ ორსულად ვარ ბაზალურ ტემპერატურას ყურადღება მივაქციო ? აუცილებელია 37 და ზემოთ იყოს ? მადლობაააა

პასუხი
-გაგაცნობთ ორსულობის სადიაგნოსტიკი ტესტის ჩატარებისა და შეფასების წესს:
ტესტის პასუხი ჭეშმარიტია მენსტრუაციის გადაცდენიდან 2-3 დღის შემდეგ. თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ, შესაძლოა საეჭვო შედეგი მივიღოთ. ორსულობის სწრაფი ტესტები სხვადასხვაგვარია. ზოგს ციფრული ეკრანი აქვს, რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს პასუხს ("კი" ან "არა"), ზოგზე კი დატანებულია რამდენიმე მგრძნობიარე ზოლი, რომლებიც შარდთან შეხებისას რეაგირებს და ფერს იცვლის.
გამოსაკვლევად, ჩვეულებრივ, იღებენ დილის ულუფას, რადგან ღამის ძილის შემდეგ შარდში ორსულობის ჰორმონის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. მეტი სანდოობისთვის რეკომენდებულია ერთდროულად ორი სხვადასხვანაირი ტესტის შეძენა. უარყოფითი ან საეჭვო დადებითი პასუხის შემთხვევაში ტესტი უნდა განმეორდეს 48 საათის შემდეგ. ჩვეულებრივ ტესტების მწარმოებლები შეფუთვაზე აწერენ თუ როგორ უნდა მივიღოთ ზუსტი პასუხი. ამოიღეთ ინდიკატორი ალუმინის პაკეტიდან;
შეაგროვეთ შარდი (დილის) სუფთა ჭურჭელში; ჩაუშვით ინდიკატორი ვერტიკალურად წითელ ნიშნულამდე და გააჩერეთ 5-10 წამის განმავლობაში; მოათავსეთ ინდიკატორი ჰორიზონტალურ ზედაპირზე და დაელოდეთ შედეგს 5-10 წუთი.
10 წუთის შემდეგ შედეგის წაკითხვა არასწორია.
ტესტირების შედეგების შეფასება შემდეგნაირად ხდება: თუ წარმოიქმნება 2 ხაზი – თქვენ ორსულად ხართ.
თუ წარმოიქმნება 1 ხაზი - ორსულობა გამოირიცხება.
თუ ტესტირების შედეგად არ წარმოიქნა არცერთი ხაზი, მაშინ ტესტირება არ იყო ჩატარებული სწორად, ან გამოყენებული იყო დაზიანებული ტესტი და აუცილებელია ტესტირების ხელახალი ჩატარება.
რაც უფრო პატარაა ორსულობის ვადა, შესაბამისად მცირეა შარდში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობა და შესაბამისად მკრთალია ტესტზე მეორე ხაზი. მენსტრუაციის გადაცდენამდე ორსულობის დიაგნოსტიკისათვის უნდა განისაზღვროს ვენურ სისხლში ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინი. ეს ყველაზე სანდო და უტყუარი მარკერია! სისხლის ანალიზის გაკეთება შესაძლებელია სავარაუდო ჩასახვიდან 7 დღის შემდეგ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
22 დეკემბერი 2019 08:58
გამარჯობა.ციკლი მქონდა 12 ნოემბერს და არ მომსვლია ჯერ. ტესტი უარყოფით პასუხს მიჩვენებს .მკერდში მაქვს სითხე ორივეში
22 ნოემბერი 2019 22:46
რამდენად ხშირია ბბ ტესტმა არ აჩვენოს ორსულობა და სისხლის ანალიზში ორსულობა დადასტურდეს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად