-ბოლო რამდენიმე მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა დაიხსომეთ. შემდეგ ყველაზე მოკლე ციკლს 18 გამოაკელით. მაგალითად, თუ ციკლი 26-დღიანია, სხვაობას 8-ს მიიღებთ. ამის შემდეგ ციკლის დაწყების დღიდან 8 დღე გადათვალეთ და კალენდარზე მონიშნეთ. სწორედ ამ დღიდან იწყება თქვენი ნაყოფიერი პერიოდი. მის დასასრულს კი ამგვარად გამოითვლით: ყველაზე ხანგრძლივი მენსტრუაციული ციკლის დღეებს გამოაკელით 11. თუ ციკლი 30-დღიანია, სხვაობა 19 იქნება. ესე იგი მენსტრუაციის დაწყებიდან ზუსტად მე-19 დღეს დასრულდება განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი პერიოდი.