, ძალიან მომწონს ეს საიტი და მადლობას გიხდით, რომ ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

14-11-2012

-გამარჯობა, ძალიან მომწონს ეს საიტი და მადლობას გიხდით, რომ გვაძლევთ საშუალებას ჩვენს კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაგვცეთ. ასეთი კითხვა მაქვს: 22 წლის ვარ, გასათხოვარი, მაქვს გამონაყარი სახის არეში ლოყებზე თითქმის გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული, ზოგჯერ მეტად ზოგჯერ ნაკლებად, თან თითქოს პერიოდულად ქავილის შეგრძნებაც მაქვს, ასევე ვუჩივი ჭარბთმიანობას ნიკაპის და მუცლის არეში. მენსტრუაცია ნორმაში მაქვს და იქნებ დამეხმაროთ... რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და შვილოსნობაზე ხომ არ იმოქმედებს. წინასწარ უღრმესი მადლობა.

პასუხი
-ფერიმჭამელების მიზეზი ცხიმიანი კანია, არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზმში გქონდეთ ჩირქოვანი ქრონიკული პროცესი (მაგალითად, ჩირქოვანი ტონზილიტი), რაც ახდენს გამონაყრის განვითარების პროვოცირებას, ან ჰორმონალურ დარღვევასთან გვქონდეს საქმე (მით უმეტეს, რომ ჭარბთმიანობასაც მიუთითებთ).
ფერიმჭამელა (აკნე) უმიზეზოდ არ ჩნდება - ის ორგანიზმში მომხდარ ცვლილებაზე (პათოლოგიაზე) მიუთითებს, ამიტომ ზოგადად როდესაც ეს დაავადება იჩენს თავს, საჭიროა ხოლმე არა მხოლოდ დერმატოლოგის ან კოსმეტოლოგის დახმარება, არამედ გინეკოლოგის, ენდოკრინოლოიგს, უროლოგის, თერაპევტის.
უნდა გამოირიცხოს ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა აუცილებლად გამოიკვლიეთ ყელი ქრონიკული ინფექციური კერის გამოსარიცხად, ასევე გამოიკვლიეთ კუჭ-ნაწლავთა სისტემის ფუნქციონირება და სხვა. და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზები (ჰორმონალური ფონი).
შეარჩიეთ ექიმი, რომელიც ფლობს კლასიკური დერმატოლოგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში კოსმეტოლოგიურ პროცედურებს სხვა პროფილის ექიმის მეთვალყურეობაც შეუხამეთ. კერძოდ ჩვენი რჩევა იქნება, მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს. რადგან ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. თუ ეს დადასტურდა, მაშინ საჭირო გახდება შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, რადგან სანამ არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს.
პარალელურად შეგიძლიათ მიმართოთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, სადაც შეირჩევა ოპტიმალური მეთოდი თქვენი თმიანობის სამკურნალოდ( ლაზერული, ფოტო, ელექტრო ნემსით ან ელოს ეპილაცია). გოგონებმა ჭარბთმიანობის დროს უნდა შეიმოწმონ საკვერცხეების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და გაიკეთონ ანალიზი ტესტოსტერონზე. თუ ანდროგენების დონე ნორმალურია, მენსტრუაციაც ყოველგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს არც სხვა პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება ამ მდგომარეობას იდიოპათიურ ჰირსუტიზმს უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში თმების მოშორების ერთადერთი საშუალება ეპილაციაა.
რაც შეეხება უშვილობას, უნდა დადგინდეს ჭარბთმიანობის მიზეზი, ამის შემდეგ შეიძლება ზუსტი პასუხი გაეცეს კითხვას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად