დიდი მადლობა პაუხისთვის,და კიდევ მინდა გითხათ რომ ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
08-11-2012

-დიდი მადლობა პაუხისთვის,და კიდევ მინდა გითხათ რომ სუნიანი ბოყინი არ მაქვს არც ხშირი,უბრალოდ როდესაც სპაზმი მემართება მაშინ ვითარდება ბოყინი და მერე ვტავისუპლდები,სახლში მებნებიან ეს ნერვოზულიაა და პსიქოლოგიური მომენტიაო,შეიდზლება ეს კუჭის პეტქვა ნერვიულ სტრესს გამოეწვია?

პასუხი
-კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით ბოყინის ხელშემწყობ ფაქტორებს:
• ცხიმიანი საკვების მიღება. ცხიმიანი საკვები დიდხანს რჩება კუჭში. ასეთი კვების დროს მკვეთრად იმატებს კუჭის სისავსის შეგრძნება;
• სტრესი და მღელვარება;
• თამბაქოს წევა;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია ან რაიმე დაავადება;
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – დაავადება, რომლის დროსაც სერიოზული ანატომიური ცვლილების აღმოჩენა ვერ ხერხდება, მაგრამ პაციენტი აღნიშნავს შემაწუხებელ ჩივილებს კუჭ-ნაწლავის მხრივ;
• ზოგიერთი საკვები კომპონენტის (მაგალითად, ლაქტოზის – რძის შაქრის) აუტანლობა ან დაავადებები, რომელთა დროსაც ადამიანი განსაზღვრული სახის საკვებს ვერ იტანს (მაგალითად, ცელიაკია).
დადგენილია, რომ როცა ადამიანი მეტისმეტად სწრაფად ჭამს ან სვამს, ის დიდი რაოდენობით აირსაც ყლაპავს. ბუნებრივია, ამას თავად ვერც კი ამჩნევს. აირების ჭარბი შთანთქმა ხდება მაშინაც, როცა ჭამის დროს ვლაპარაკობთ, ასევე - გაზიანი სასმლის სმის დროსაც და იმ შემთხვევაშიც, როცა სასმელს სპეციალური ჩხირით ვსვამთ.
ადამიანთა დიდი ნაწილი აირებს შთანთქავს ნერვიულობის დროს, როცა არც ჭამს და არც სვამს.
გარდა ამ უწყინარი მიზეზებისა, ხანგრძლივი, შემაწუხებელი ბოყინი შესაძლოა განპირობებული იყოს გასტრიტით – კუჭის ლორწოვანის ანთებითი დაავადებით, წყლულითა და სხვა პათოლოგიებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად