გთხოვთ მასწავლოთ სიმაღლეში ზრდის ეფექტური წამალი... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობათ,გთხოვთ მასწავლოთ სიმაღლეში ზრდის ეფექტური წამალი. რას მირჩევთ ზრდის ვიტამინის სტატურინის შესახებ.. ვარ 14 წლის..წინასწარ გმადლობთ

პასუხი
-სტატურანი არის ზღვის ღრუბელას ექსტრაქტი, არსებული ანოტაციის თანახმად პრეპარატის მიღებისას სიმაღლეში ზრდა მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგების გზით (სტატურანი იოდის შემცველი პრეპარატია). უმჯობესია პირველ რიგში დადგინდეს ზრდის პრობლემის მიზეზი, რისთვისაც უნდა მიმართოთ ზრდის ცენტრს ქალაქის I საავადმყოფოში, ენდოკრინოლოგიურ კლინიკაში.
თქვენ მოზარდი ბრძანდებით და კიდევ გაიზრდებით, თქვენ შეგიძლიათ, ჯანსაღი ცხოვრების წესით და სწორი კვებით ხელი შეუწყოთ ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.
გირჩევთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კამფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით. ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
უნდა იცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია. ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.გარდა ამისა, გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადოს მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.
არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები? ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ყველა პოლივიტამინი უწყობს ხელს. "ზრდის ვიტამინები” უფრო სარეკლამო განაცხადია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის მივცეთ ვიტამინები, რომ სასურველი ეფექტი მივიღოთ. თუ მოზარდს ზრდა არ დაუსრულებია, პოლივიტამინი ეფექტური იქნება, თუ ზრდა დასრულებულია, ვიტამინების კომპლექსმა შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს, ამიტომ პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფრენბურთით, ცურვით.
იქნებ გამოგადგეთ...
პედიატრმა, სიმაღლეში ზრდის სპეციალისტმა, შემოგვთავაზა ზრდის ელექსირის რეცეპტი: დილით, უზმოზე, 200გ სტაფილოს წვენი, დააყოლეთ 1ჩ/კ არაჟანი და 1 კაფსულა A ვიტამინი (დოზა - ასაკის გათვალისწინებით). ასე განაგრძეთ 2 კვირის განმავლობაში. მომდევნო ორი კვირა დილით, უზმოზე, მიიღეთ 200გ უმი ჭარხლის წვენი და დააყოლეთ 100გ ცივი რძე. შესაძლოა, უზმოზე ჭარხლის წვენმა გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან ფაღარათი გამოიწვიოს. შეგიძლიათ, შეურიოთ 100გ მჟავე ვაშლის წვენი. კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ წონას იოლად იმატებთ, დიეტას ფიზიკური დატვირთვაც შეუხამეთ.
არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც: 25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
კომენტარები
16 ივლისი 2017 21:56
Gamarjobat gtxovt mipasuxot 24wlis var rame sashuakeva tu aris simagkeshi gasazrdeli,ras mirchevt
15 მაისი 2017 21:46
gamarjoba, var 15wlis 1.55 da viswoni 48 kiloss .. mirchiet rogor movimato simagleshi, radgan vkimpleqsdebi ukve
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად