უნდა გკითხოთ თქვენი როგორც სპეციალისტის აზრი.. მაი... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

01-11-2012

-უნდა გკითხოთ თქვენი როგორც სპეციალისტის აზრი.. მაინტერესებს რატომ შეიძლება ნაყოფმა ზრდა შეწყვიტოს მესამე თვეში? კონკრეტულად რომ გითხრათ გინეკელოგმა თქვა რომ ნაყოფი არის 19მმ, არადა უნდა ყოფილიყო 2სმ-მდე... და მოუწია აბორტის გაკეთება..გთხოვთ მითხარით რა შეიძლება ყოფილიყო ზოგადად ამის მიზეზი? დიდი მადლობა წინასწარ პასუხისათვის..

პასუხი
- 1) ამის მიზეზი ხშირად მშობლების ქრომოსომული ანომალიებია. ამისათვის უნდა ჩაიტაროთ მედიკო-გენეტიკური კონსულტაცია.
2) პლაცენტაციის პროცესის დარღვევა: საშვილოსნო პლაცენტალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, პლაცენტის სისხლძარღვთა თრომბოზი, იშემია, დისტროფიული ცვლილებები, ნეკროზი(ხდება პათოლოგიური დაშლის პროდუქტებით ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტემპერატურა სუბფებრიალურია). პლაცენტაციის პროცესის პათოლოგიურად მიმდინარეობის მიზეზი შეიძლება იყოს: ყვითელი სხეულის უკმარისობა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი(ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია). თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია, ინფექციები(ვირუსული, ბაქტერიული, პროტოზოული) მიმართეთ გინეკოლოგს, დაორსულებამდე ჩაიტარეთ კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად