რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს გინეკომასტია ქირურგიული ჩარევის გარეშე ტუ იკურნება და არის თუ არა მაგისტვის რამე წამლები
პასუხი
-მცირე ინფორმაცია: გინეკომასტია - სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში. გინეკომასტია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი (მკერდის ჯირკვლის ქსოვილის გაზრდა) და ცრუ (გასუქების შედეგად). უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტაროთ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი. თუ დადასტურდა სარძევე ჯირკვლის ზომების მატება, უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს. საჭიროა ამ მდგომარეობის მიზეზის დადგენა და მკურნალობის დაგეგმვა დასკვნიდან გამომდინარე. გინეკომასტიის მკურნალობა მიზეზის მოშორებას გულისხმობს, რომელმაც მისი განვთარება გამოიწვია. გინეკომასტიის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატული და ქირურგიული. კონსერვატული მკურნალობის დროს ინიშნება სამკურნალო საშუალებები, რომელიც მიმართულია ტესტოსტერონ/ესტროგენების ბალანსის რეგულაციისკენ. ქირურგიული მკურნალობა - ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ან საერთო ანესთზიის პირობებში. ოპერაციის რამდენიმე სახე არსებობს. ოპერაციულ ჩარევას აწარმოებენ როგორც ჭეშმარიტი, ისე ცრუ გინეკომასტიის დროს. ოპერაციის არსი მდგომარეობს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მოშორებაში, ასევე ცხიმოვანი ქსოვილის მოშორებაში (ლიპოსაქცია), რომელმაც მკერდის ჯირკვლის ზომაში მომატება გამოიწვია. ჩვეულებრივ გინეკომასტიას მკურნალობენ ონკოლოგები და ქირურგები. პაციენტის ნახვის შემდეგ ტარდება რიგი ლაბორატორიული (ტესტოსტერონ/ესტროგენის ბალანსის დასადგენად) და ინსტრუმენტული გამოკვლევა, საჭიროების მიხედვით. მოზარდებში გინეკომასტიის დროს, როცა დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს, ჰორმონულ გამოკვლევას არ ნიშნავენ.