21 წლის ბიჭი ვარ, მთელი ცხოვრებაა სახის კანის პრო... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-10-2012

- 21 წლის ბიჭი ვარ, მთელი ცხოვრებაა სახის კანის პრობლემა მაწუხებს, მაგრამ ეხლა რატომღაც გადამიარა. მზეზე გასვლისას თეთრი ლაქები მიჩნდებოდა ხოლმე და მეწვოდა. ახლა თმა მიშლის ნერვებს, მზის შუქზე რომ გადავისვამ თავზე ხელს მტვერივით ვხედავ უწვრილეს ნაწილაკებს. ისე რომ დავაკვირდე არაფერი მაქვს თმაზე, არც ქერტლის თეთრი ნამცეცები. წერილობით შეგიძლიათ კომპეტენტური რჩევა მომცეთ? გმადლობთ

პასუხი
-სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 30 პროცენტს თავის კანზე ქერტლი აქვს, ხოლო 50 პროცენტს ეს სნეულება ერთხელ მაინც აწუხებდა. თანამედროვე მედიცინა ქერტლის გაჩენის ძირითად მიზეზად სოკოს ასახელებს, თუმცა, კანის სერიოზულმა დაავადებებმა (დერმატიტი, სებორეული ეგზემა, ფსორიაზი ან მიკროსპორია) ასევე შეიძლება ქერტლის წარმოქმნა გამოიწვიონ. ქერტლის წარმოქმნას ხელს უწყობს კანში ცხიმის გამომუშავების დარღვევა, რაც გვხვდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების, ჰორმონული ძვრების, სტრესების, ქრონიკული ინფექციების, იმუნიტეტის დაქვეითების, ვიტამინების ნაკლებობის დროს. მას ხელს უწყობს ორგანიზმის მემკვიდრეობითი თავისებურებები, თმის არასწორი მოვლა და თავად ამინდის ცვლილებაც კი.
როგორ მოვიქცეთ, თუკი ქერტლმა შეგვაწუხა?
არსებობს ქერტლის საწინააღმდეგოდ ხალხური საშუალებები. ქერტლთან ბრძოლის ზოგიერთი მეთოდი დღესაც აქტუალურია, მაგ., თავის კანზე ხახვის გამონაწვლილს და არაყს ისვამენ, ხოლო თმას ჭინჭრის ნახარშით იბანენ. ეს ძალიან სასარგებლოა მაშინაც კი თუ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს იყენებთ.
და მაინც, აუცილებელია ტრიქოლოგის (თმის სპეციალისტის) კონსულტაცია, რადგან ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ მას ძალუძს. თუ ქერტლის მიზეზი კანის სერიოზული დაავადებებია (დერმატიტი, სებორეული ეგზემა, ფსორიაზი ან მიკროსპორია), მაშინ ისინი საგანგებო მკურნალობას საჭიროებენ. თუ თავის კანი ძალიან მშრალია, მაშინ დამატენიანებელი შამპუნები და ბალზამები დაგეხმარებათ. თუ ქერტლის გამომწვევი სოკოა, მაშინ ტრიქოლოგი დაავადების მიზეზს თავის კანის ცხიმოვან უჯრედებში იპოვის, ამის შემდეგ კი აბებსა და ვიტამინებს გამოგიწერთ და ასევე შეგირჩევთ შესაფერის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს.
ოპტიმალურ შამპუნს სამმაგი მოქმედება უნდა ახასიათებდეს: უნდა ანადგურებდეს სოკოს, აფერხებდეს უჯრედების ზრდას და აშორებდეს ქერტლის ფანტელებს. შამპუნები განსხვავდება შემადგენლობის მიხედვით: მაგ. შამპუნი "ნიზორალი” შეიცავს კლიმბაზოლსა და კეტოკონოზოლს, რაც ხელს უშლის სოკოს გამრავლებას, მაგრამ ამ სამკურნალო ნივთიერებებს წყალი ადვილად ჩამორეცხავს, ამიტომ თმაზე შამპუნი რამდენიმე წუთი უნდა გავაჩეროთ. "ჰედ ენდ შოულდერსი" და "ფრიდერმ ცინკი" - ცინკის პირიტიონს შეიცავს, რომელიც მართალია, სოკოსსაწინააღმდეგო ეფექტურობით არ გამორჩევა, მაგრამ თმაში დიდხანს რჩება და ამით სამკურნალო კომპონენტის ხანგრძლივ ზემოქმედებას უზრუნველყოფს. "ფრიდერმ კუპრი" (შეიცავს ოქტოპიროქსს, კუპრსა და სელენიუმის დისულფიდს) უჯრედების დაჩქარებულ დაყოფას ანელებს, ამცირებს კანის მიერ ცხიმის გამოყოფას. კუპრი, გოგირდი და სალიცილის მჟავა იწვევს კანის აქერცვლას, შლის ქერტლის ფანტელებს და ხელს უშლის უჯრედების ერთმანეთთან მიწებებას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ქერტლისგან მყისეული გათავისუფლება მხოლოდ რეკლამებშია შესაძლებელი, ამიტომ ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები რეგულარულად უნდა გამოვიყენოთ. მკურნალობის ეფექტი მხოლოდ ერთ-ორ თვეში
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად