პაპილომავირუსი რთული დაავადებაა ან რას იწვევს მამა... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
28-10-2012

-პაპილომავირუსი რთული დაავადებაა ან რას იწვევს მამაკაცებში?

პასუხი
-პაპილომავირუსი აავადებს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. ადამიანის გენიტალიური (სასქესო ორგანოების) პაპილომავირუსული ინფექცია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს. შესაძლებელია მოშორება ქირურგიული გზით, მოწვა ყინულით ან სხვა ქიმიური ნივთიერებით.
ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) ფართოდ გავრცელებულ ვირუსებს მიეკუთვნება. პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპია ცნობილი, რომლებიც ორ დიდ ჯგუფადაა დაყოფილი: ,,დაბალი რისკის" და ,,მაღალი რისკის" აპვ ვირუსებად. ,,დაბალი რისკის" ადამიანის პაპილომა ვირუსები იწვევენ მახვილწვეტიან კონდილომას, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებიან სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებეებთან და კიბოსთან. ,,მაღალი რისკის" ადამიანის პაპილომა ვირუსი კი, ასოცირდება საშვილოსნის ყელის დისპლაზიასთან და საშვილოსნოს ყელის, ვულვის და სასქესო ასოს კიბოსთან.
მრავალირცხოვანი ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები მოწმობენ, რომ ,,მაღალი რისკის" ადამიანის პაპილომა ვირუსი წარმოადგენს სასქესო ორგანოების კიბოსწინარე დაავადებებით და კიბოთი დაავადების მიზეზს. აპვ ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარებს. აპვ ინფექცისგან საბოლოო განკურნების სპეციფიკური მეთოდები არ არსებობს. თუმცა ყოფილა თვითგანკურნების შემთხვევებიც. აპვ ინფექციის მიმართ ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, სწორედ ამიტომაა იშვიათი ერთიდაიმავე ტიპის აპვ ინფექციით ხელახალი დასნებოვნება.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები არ იძლევა აპვ ინფექციისგან საბოლოოდ განკურნების საშუალებას. ამიტომ, მკურნალობა მიმართულია მახვილწვეტიანი კონდილომების მოცილებისკენ, ასევე კიბოსწინარე და სასქესო ორგანოების კიბოს დროული გამოვლინებისაკენ.
კომენტარები
08 ივლისი 2019 03:30
gamarjoba ,meugles satesle jiryvlebze kanis zedapirze auchnda mechechbivit rmodenime da es mechechivit ragaceebi isamnisferia titqos sisxlchaqcevebivit da tan tavebi gamomshralid auxeshi aqvs,iqneb mitxrat raastan gaqvs saqme...wiaswar gixdit madlobas
11 დეკემბერი 2016 18:20
გამარჯობა,მაინტერესებს ეს ვირუსი უშლის თუ არა ხელს განაყოფიერებას?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად