მყავს 2წლის და 5 თვის ბავშვი. პირის ღრუში ქონდა ბ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

23-10-2012

-გამარჯობათ, მყავს 2წლის და 5 თვის ბავშვი. პირის ღრუში ქონდა ბუშტუკები ოღონდ არა სითხიანი. პედიატრთან მივიყვანეთ და გვითხრა რომ აქვს სტომატიტი და დაუნიშნა მიკოსისტი 1 მე-5 და მე10 დღეს ენის ქვეშ დააყარეთო.სხვა რა საშუალებით შემიძლია რომ ვუმკურნალო? იოდინოლი ან რამე სხვა დაჭირდება? დღეს შევამჩნიე რომ მეც მაქვს იგივე სახის წამონაზარდები პირის ღრუში რაც იწვევს გულისრევებს და მეწვის ენა. სტომატიტი შეიძლება გადამდები იყოს? ან იქნებ რამე სხვა ინფექციასთან გვაქვს საქმე? ბავშვიც ძალიან ხშირად იმიზეზებს გულის რევას.და კიდევ, რაც კბილები ამოუვიდა იმის შემდეგ კბილებს ჯერ სოდიანი წყლით დასველებული მარლით ვწმენდდი და ეხლა უკვე ერთი წელია დღეში ორჯერ თავისით იხეხავს მაგრამ დილაობით მაინც აქვს პირიდან სუნი. შეიძლება შინაგანი ორგანოების ბრალი იყოს თუ სტომატიტი იწვევს სუნს? დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-სტომატიტი გადამდებია, რადგანაც ის უხშირესად დაკავშირებულია ბაქტერიებთან. უნდა გამოიკვლიოთ სტომატიტის გამომწვევი მიზეზი, ამისათვის საჭიროა გაკეთდეს ნაცხის ანალიზი პირის ღრუში და მოხდეს დათესვა მიკროფლორაზე, შემდგომ კი დაინიშნება შესაბამისი მკურნალობა!
პირიდან სუნის მიზეზი შეიძლება სტომატიტიც იყოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად