მოგესალმებით.ვარ 13 კვირის ორსული.მაინტერესებს რამ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

23-10-2012

-მოგესალმებით.ვარ 13 კვირის ორსული.მაინტერესებს რამდენად შეიძლება ორსულისთვის ღამე ხშირი ბრუნვა საწოლში.პირქვე არ ვწვები, მაგრამ ძალიან ხშირად ვიცვლი გვერდს.ერთ პოზაში წოლა დაახლოებით 3, 4 წუთითაც კი არ შემიძლია.თან მეშინია ეს ნაყოფსთვის საზიანო არ იყოს.ეს მაწუხებდა ყოველთვის,მთელი ცხოვრება ასე მძინავს.სულ ვტრიალებ ღამე.მაგრამ ეხლა მეშინია ნაყოფისთვის ,რამდენად არის ეს უვნებელი.დიდი მადლობა.

პასუხი
-გვერდზე წოლა ერთ-ერთი საუკეთესო პოზაა ძილის დროს ორსულობის პერიოდში. ორსულობის 20 კვირამდე შეგიძლიათ იწვეთ ზურგზეც, ხოლო 20 კვირის შემდეგ რეკომენდაციას ვუწევთ ორსულის გვერდზე წოლას.
ზურგზე წოლისას ნაყოფი აწვება ქვედა ღრუ ვენას, რომელსაც სისხლი ქვედა კიდურებიდან გულისკენ მიაქვს, ზოგჯერ მარცხენა გვედზე წოლასაც ურჩევნ იმისთვის, რომ ღვიძლზე ზეწოლა შემცირდეს.
ძილის დროს თუ გვერდს რამდენჯერმე იცვლით (სანამ შეგიძლიათ) ეს არანაირი ზიანის მომტანი არ არის.
და თუ მაინც ზურგზე წოლა არ გეთმობათ, პატარა ბალიში ამოიდეთ ზურგს უკან, წელთან ან ფეხები შეაწყვეთ მასზე. ამ მდგომარეობაში ღრუ ვენიდან სისხლის უკუდენა გაიოლდება და გულს ზედმეტი დატვირთვა მოეხსნება.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად