გამარჯობთ. მაინტერესებს შეიძლება ოვულაციის დღე შეი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

22-10-2012

-გამარჯობთ. მაინტერესებს შეიძლება ოვულაციის დღე შეიცვალოს? თუ სხვადასხვა დროსაა ხოლმე ყოველთვის? მადლობთ

პასუხი
-ოვულაცია (ლათინურად ოვუმ - კვერცხი) მომწიფებული, განაყოფიერებისთვის მზად მყოფი კვერცხუჯრედის გამოსვლაა ფოლიკულიდან მუცლის ღრუში. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის არსებული პერიოდის ნახევარს ემთხვევა. შვილოსნობის ასაკის ქალებში ოვულაცია ხდება პერიოდულად (ყოველ 21-35-ე დღეს).
ოვულაცია წყდება დაორსულებისა და მენსტრუალური ფუნქციის დასრულების შემდეგ. ოვულაციის ვადების დადგენა მნიშვნელოვანია ნორმალური და ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისა თუ ხელოვნური ინსემინაციისთვის ეფექტური დროის შესარჩევად.
ოვულაციის პერიოდში დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია. ოვულაციის დღე ყველაზე უკეთ ექოსკოპიური გამოკვლევით ან საოვულაციო ტესტის მეშვეობით განისაზღვრება. ვინაიდან სპერმატოზოიდი განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებს, დაორსულება მოსალოდნელია არა მხოლოდ მაშინ, თუ სქესობრივი კონტაქტი ოვულაციის დღეს დაემთხვა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა მოხდა ოვულაციამდე სამი დღით ადრე ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს, რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღე ინარჩუნებს განაყოფიერების უნარს. ოვულაციის ზუსტი დროის განსაზღვრა ზეპირად შეუძლებელია - მხოლოდ მიახლოებით შეიძლება ვივარაუდოთ.
თუ 28-დღიანი ციკლი გაქვთ, ოვულაცია მოსალოდნელია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-12-მე-17 დღეს. ამას უნდა დავუმატოთ სამ-სამი დღე ოვულაციამდე და ოვულაციის შემდეგ. ასე რომ, განაყოფიერება მოსალოდნელია მენსტრუაციის მოსვლიდან მე-9-დან მე-20 დღემდე, ანუ დაორსულების ალბათობა თითქმის არ არსებობს მენსტრუაციის მოსვლიდან პირველი 8 დღის განმავლობაში, ჩნდება ციკლის მომდევნო 11 დღის განმავლობაში და ბოლო 9 დღის განმავლობაში (მომდევნო მენსტრუაციის მოსვლამდე 9 დღე) კვლავ პრაქტიკულად ნულს უტოლდება.
თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ ასეთი მაგალითი: თუ მენსტრუაცია 1-ში დაგიმთავრდათ და გაქვთ 28-დღიანი შუალედი მენსტრუაციებს შორის, მაშინ ჩასახვისთვის ხელსაყრელია პერიოდი 9-დან 20-მდე. ოვულაციის დღეები უფრო ზუსტად რომ დაადგინოთ, შეიძინეთ აფთიაქში საოვულაციო ტესტი, რომელსაც ინსტრუქცია მოჰყვება - მას აუცილებლად უნდა გაეცნოთ. საოვულაციო ტესტი უნდა გაკეთდეს ოვულაციის სავარაუდო დღეებში, მაგალითად, 24-დღიანი ციკლის დროს - მენსტრუაციის მე-8-დან მე-10 დღემდე, 25-დღიანის შემთხვევაში - მე-9-დან, 26-დღიანის შემთხვევაში - მე-10-დან, 27-დღიანის შემთხვევაში - მე-11-დან, 28-დღიანის შემთხვევაში - მე-12-დან, 29-დღიანის შემთხვევაში - მე-13-დან, 30-დღიანის შემთხვევაში - მე-14-დან, 31-დღიანის შემთხვევაში - მე-15-დან. ტესტი უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ. გახსნამდე უნდა შეათბოთ ხელებით, ფაქიზად ჩადოთ შარდში (ვერტიკალურად, ისრით ქვემოთ) და შედეგი 5 წუთის შემდეგ შეამოწმოთ. საოვულაციო ტესტი რეაგირებს შარდში ლუთეინური ჰორმონის არსებობაზე და, აქედან გამომდინარე, ოვულაციის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად