ერექცია მაქვს შესუსტებული, რითი ვუშველო, რა პროდუ... | სექსოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სექსოლოგია

კატეგორია - სექსოლოგია

22-10-2012

-გამარჯობათ, ერექცია მაქვს შესუსტებული, რითი ვუშველო, რა პროდუქტები არის უმჯობესი ან წამლები? რძის პროდუქტები სასარგებლოა მაგ საკითხისთვის?

პასუხი
-ერექციული დისფუნქცია შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიურმა, ენდოკრინოლოგიურმა, სისხლძარღვოვანმა, მედიკამენტურმა და ადგილობრივმა ფაქტორებმა. ასეთ დროს ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს ერექციული დისფუნქციის ორგანულ ფორმასთან.
ზოგჯერ ერექციულ დისფუნქციას საფუძვლად უდევს დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. არცთუ იშვიათად რამდენიმე მიზეზი ერთმანეთს ერწყმის.
ხშირად გვხვდება ფსიქოგენური ფორმა, რომლის დროსაც ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს საფუძვლად მამაკაცის ფსიქონევროლოგიური თავისებურებები უდევს.
ონლაინ რეჟიმში ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. უნდა დადგინდეს ერექციული დიფუნქციის მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. დღეს ერექციული დისფუნციის მოწესრიგება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ აუცილებლია მიზეზიდან გამომდინარე დაინიშნოს სწორი მკურნალობა, მიმართეთ სექსოპათოლოგს.
სქესობრივი პოტენციის შესანარჩუნებლად პირველი აუცილებელი პირობა ცხოვრების ჯანსაღი წესია. ძალიან ცუდია ნარკოტიკების მოხმარება, მოწევა, სმა (გადამეტებული). მეორე აუცილებელი პირობაა მუდმივი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, რომელთანაც მამაკაცი რეგულარულად და უკომპლექსოდ იცხოვრებს ნორმალურ პირობებში, შეზღუდვების გარეშე. მესამე აუცილებელი პირობაა ფიზიკური აქტიურობა. უმოძრაო ცხოვრების წესს მამაკაცისთვის სიკეთე არ მოაქვს. ასევე აუცილებელია ჯანსაღი და საკმარისი ძილი. ადამიანი ენერგიით სავსე უნდა იღვიძებდეს და არა გადაღლილი. რაც შეეხება კვებას, მამაკაცმა უნდა მიირთვას ზღვის პროდუქტები, თაფლი, ნიგოზი, არაჟანი,ზეთისხილი, ჰერკულესი, ბრინჯი, წიწიბურა, წვნიანი, ქათამი, კვერცხი, ხორცი, მიირთვით ფოსფორით მდიდარი საკვები, თხილი, კაკალი, ნიორი, თევზი, სოკო, ქიშმიში, ნუში, შავი ქლიავი, გოგრის თესლი, ზღვის კომბოსტო, ფინიკი, ნატურალური წვენები, ლობიო, გოგრა, ყველი, ხაჭო, ნადუღი, მწვანე ჩაი, მინერალური წყალი, ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული (უმი). თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი დაავადების დროს განსაზღვრული პროდუქტების მიღება არ შეიძლება.
რეკომენდებული კლინიკები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად