მაინტერესებს ქალიშვილობის დაკარგვა აუცილებლად სისხ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

21-10-2012

-გამარჯობათ,მაინტერესებს ქალიშვილობის დაკარგვა აუცილებლად სისხლის წამოსვლით დასტურდება?ახალი გათხოვილი ვარ პირველ ღამეს მქონდა ძლიერი ტკივილი და ძალა აღარ დავატანეთ ბოლომდე ხო ხვდებით მაგრამ სისხლი წამომივიდა მუქი ფერის არადა მე ვარდისფერს ველოდებოდი 2 დღე გავიდა მაგრამ წელი მტკივა უკვე მგონია რომ კიდე მეტკინება თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ანუ დავკარგე ქალიშვილობა და უკვე ტკივილი აღარ მექნება?წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი
-ზოგჯერ პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ საქალწულე აპკის მთლიანობა არ ირღვევა. ასევე, ზოგიერთ ქალიშვილს, სისხლძარღვთა თავისებური განლაგების გამო, ნახეთქი სუსტი აქვს და სისხლი შეიძლება არც კი წამოუვიდეს.
საქალწულე აპკში (გარდა იშვიათი, პათოლოგიური შემთხვევებისა) არის ერთი ან რამდენიმე ხვრელი მენსტრუალური სისხლის გამოსასვლელად. არის შემთხვევები, როდესაც ამ ხვრელის სიფართოვის ან თვით აპკის ელასტიკურობის გამო ზოგიერთ გოგონას აპკი პენისის (მამაკაცის სასქესო ორგანოს) სიგანეზეც კი ეწელება. ასეთ შემთხვევაში სქესობრივი ცხოვრება შეიძლება დაურღვეველი აპკის პირობებში მიმდინარეობდეს და აპკი საბოლოოდ მშობიარობისას დაირღვეს.
დეფლორაციის შემდგომი სქესობრივი კონტაქტი სასურველია მოხდეს ერთი დღე-ღამის ან სულაც რამდენიმე დღის შემდეგ, როცა აპკის ნახეთქები მოშუშდება.
თუ თავს უჩვეულოდ (უსიამოვნოდ) გრძნობთ ურიგო არ იქნება, თუ პირველი სქესობრივი კავშირის შემდეგ გინეკოლოგს მიმართავთ და დარწმუნდებით, რომ ქალს არანაირი დაზიანება არ აქვს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
15 იანვარი 2021 04:50
ქალიშვილობის დაკარგვისას რა წესები უნდა დავიცვათ და რა ტკივილები მოყვება
27 აგვისტო 2018 02:53
ერთი კვირის წინ დავკარგე ქალიშვილობა საშინელი ტკივილი მქონდა რამოდენიმე დღე აარგვქონდა ურთიერთობა ,მქონდა ქავილი სასქესო ოეგანოში როსბრალი შეიძლება იყოს შეგიძლიათ მითხრათ ? რამოდენიმე დგის მერე კვლავ ვცადეს და ისევ ისეთი ტკივილები მქონდა და სისხლდენა შეგიძლიათ ამიხსნათ რისბრალი შეიძლება იყოს ყოველ მცდელობაზე ესეთი ტკივილი და ურთიერთობის შემდეგ ქავილი
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად