.ძალიან მიყვარს ხილი და მივირთმევ დიდი რაოდენობით ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
18-10-2012

-გამარჯობათ.ძალიან მიყვარს ხილი და მივირთმევ დიდი რაოდენობით განსაკუთრებით ვაშლს. რის შემდეგაც მაწუხებს შებერილობა და შეკრულობა,რომელი ფერმენტი ან რა უწყობს ხელს ხილის კარგად გადამუშავებას.(ვსვამდი ენზალ დ,ენტენორმს),ფერმენტის შემცველი პრეპარატები ხომ არ იწვევს წონაში მატებას.მადლობთ.

პასუხი
-შეკრულობის მიზეზი ვაშილი არ იქნება. ჩვენ მოგცემთ კვებით რეკომენდაციებთ, რაც ხელს შეუწყობს ნაწლავების მოქმედებას. თუ ამგვარი კევბა არ მოგიწესრიგებთ შეკრულობის პრობლემას, მაშინ აუცილებელი იქნება გასტროენტეროლოგთნ ვიზიტი.
დიეტა და რეჟიმი შეკრულობის დროს
აუცილებელია:
>    სულ ცოტა 1, 5 ლიტრამდე სითხის მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი
>    რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, სულ მცირე კვირაში 5 დღის განმავლობაში
>    ბოჭკოთი მდიდარი საკვები – ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. გაითვალისწინეთ, რომ კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია
>   საკვებისათვის ხორბლის ქატოს დამატება
უნდა შეიზღუდოს:
>   კოფეინით მდიდარი სასმელი – მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი
>    ბოჭკოთი ღარიბი საკვები – ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, ყველი
>    საფაღარათოების მიღება
ბოჭკოს შემცველობა ზოგიერთ საკვებში:
გამომშრალი ბარდა, 1 ჭიქა (მზა სახით) – 16,3 გრ
ოსპი, 1 ჭიქა (მზა სახით) – 14, 6 გრ
ლობიო, 1 ჭიქა (მზა სახით) – 13,1 გრ
ხორბლის ქატო, 0,5 ჭიქა – 8,4 გრ
შვრია, 1 ჭიქა – 4,0 გრ
სტაფილო, 0,5 ჭიქა (მზა სახით) – 2,3 გრამი
კარტოფილი, გამომცხვარი, კანიანი – 2,5 გრ
კარტოფილი, გამომცხვარი, კანგაცლილი – 1,4 გრ
ვაშლი კანგაუცლელი – 2,7 გრ
მსხალი კანგაუცლელი 0,5 ცალი – 3,1 გრ
მსხალი კანგაცლილი – 0,5 ცალი – 2,5 გრ
შავი ქლიავი – 3 ცალი – 3,0 გრ
თეთრი პური, 1 ნაჭერი – 1,9 გრ
არაქისი, 10 ცალი – 1,4 გრ

გაითვალისწინეთ, რომ ბოჭკოს მიღება რეკომენდებულია დღის განმავლობაში შემდეგი დოზით:            

მამაკაცები- 51 წლის ასაკამდე -38 გრ; ;51 წლის შემდეგ- 30 გრ;
ქალები- 51 წლის ასაკამდე - 25 გრ;  51 წლის შემდეგ- 21 გრ;
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად