, ვარ 17 წლის ბიჭი, გაპარსვის შემდგომ ძალიან მიКიზ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

12-10-2012

-გამარჯობა, ვარ 17 წლის ბიჭი, გაპარსვის შემდგომ ძალიან მიКიზიანდება სახე, ხშირად მაყრის კიდევაც ხოლმე რაც ძალზედ არასასიამოვნო რამეა, ბევრი გაპარსვის შემდგომ წასასმელი კრემი ვცადე უმეტესობა ან ძალიან მწვავს რაც აწყნარებს მაგრამ მაყრის ან მიწყნარებს და მერე ქავილი მკლავს, რაიმე განსაკუთრებული ხომ არ გეცოდინებათ რომ ავიცილო შემდგომი დაყრა/გაწითლება/გაგიზიანება თავიდან, ან საერთოდ საპარსი მანქანით ხომ არ გავიპარსო ? უბრალოდ მანქანა ბოლომდე კარგად არ პარსავს. მადლობა წინასწარ.

პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი - ლია ჭითანავა:
- პირველ რიგში უნდა გირჩიოთ, რომ შეარჩიოთ წვერის გასაპარსი ხარისხიანი საშუალება. თქვენი დიაგნოზი, სავარაუდოდ ვულგარული სიკოზია. ეს არის პიოდერმია (იწვევს სტაფილოკოკი), რომლის ტიპიური ლოკალიზაციაა წვერისა და ულვაშის არე. დაგჭირდებათ იმუნიტეტის გაძლიერება, ამისათვის მიიღეთ იმუნალი (20 წვეთი წყალში გახსნილი - 3 ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში), ასევე A და E ვიტამინები, ანტიოქსიკაფსი ცინკით ( დღეში ერთხელ 1 კაფსულა 1 თვის განმავლობაში). გარეგანად, გაიწმინდეთ კანი ქაფურის სპირტით, ან ლევომიცეტინის სპირტით ყოველდღე დღეში ერთხელ, შემდგ გამონაყარი დაიტუშეთ თეთრი კასტელანით, შემდეგ გამოიყენეთ გენტამიცნის ან 10%-ანი სინტომიცინის მალამო 2-ჯერ 10 დღე.
გარდა ამისა, გამორიცხეთ ალკოჰოლი, შეიმოწმეთ სისხლი შაქრის შემცველობაზე და თუ მოხერხდება, დათესეთ ჩირქი ფლორასა და მგძნობელობაზე. ზემოთაღნიშნულ მკურნალობას რომ მორჩებით, ეფექტის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ მალამო დერმაკომბინი (10 დღე 2-ჯერ) ან პიოლიზინი (10 დღე 2-ჯერ).
გარდა ამისა, გირჩევთ, წვერის გაპარსვის შემდეგ წაისვათ კურიოზინი გელი ან ლევომიცეტინის სპირტი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად