რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ვვარ 25 წლის გოგონა გათხოვილი ვარ 2წელი და 4 თვე, არასოდეს არ დავრჩენილვარ ორსულად, მეუგლეს და მე არ გვაქვს არანაირი პრობლემები. მირჩიეს რომ დამელია დიუფასტონი 10მგ. თქვენ რას მირჩევთ როგორ უნდა მივიგო ეს პრეპარატი, რომელ დღეებში და დღეში რამდენჯერ? რამდენიხანი უნდა მივიღო? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და მირჩიეთ რამე არ მაქვს შესაზლებლობა. მითხარით როგორ მივიორო ეს პრეპარატი?
პასუხი
-დაუშვებელია ზეპირად, გამოკველევის და სწორი დიაგნოზის ცოდნის გარეშე მკურნალობის დანიშვნა. თქენ გვწერთ, რომ არც თქვენ და არც მეუღლეს არ გაქვთ პრობლემა. გამოკვლევა სრულფასოვნად გაქვთ ჩატარებული? ჩვენ გეტყვით თუ რა გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს წყვილმა უშვილობის დროს. ყველა ქალმა უშვილობის დროს უნდა ჩაიტაროს, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონალური კვლევა, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სასქესო ჰორმონების გამოკვლევა, ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური კვლევა. ექოსკოპიური კვლევა, საშვილოსნოს მილები გამტარიანიბის შემოწმება. აუცილებლად ჩაიტარეთ ანტისპერმული ანტისხეულების (იმუნოლოგიური შეუთავსებლობა) კონტროლი სისხლში და საშვილოსნოს ყელის ლორწოში (პოსტკოიტალური ტესტი). ასევე, აუცილებელია მეუღლემ ჩაიტაროს აღნიშნული ანტისხეულების კონტროლი, როგორც სისხლში, ისე სპერმალურ სითხეში. მეუღლეემ ასევე უნდა გაიკეთოს სპერმის ანალიზი.