, მაინტერესებს 6 თვის ბავშვის კვების რაციონი..უკვე... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

08-10-2012

-გამარჯობა, მაინტერესებს 6 თვის ბავშვის კვების რაციონი..უკვე ვაჭმებ (რათქმაუნდა ექიმის რჩევით) იოგურტს,სუპს და ხილის და ბოსტნეულის ფაფას ყველაფერს ვყიდულობ სუპის გარდა..რა შეიძლება მოვუმზადო სახლის პირობებში?? დიდი მადლობა

პასუხი
-6 თვის ბავშვი დღეში საშუალოდ უნდა იკვებებოდეს 4-5-ჯერ, შუალედებით 4,5-3,5საათი. მისი ყოველდღიური მენიუ უნდა მოიცავდეს: დედის რძეს ან ადაპტირებული რძის ნარევი, ფაფა 150 გრამი წიწიბურას, შვრიის ან ბრინჯის. ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო), 2 ჩაის კოვზი ხაჭო, გახეხილი ვაშლი ან მისი პიურე 3 სადილის კოვზი. ხილის ან სტაფილოს წვენი - 5 ჩაის კოვზი. ბოსტნეულის ან ხილის პიურე 80-100 გრამი, ნახევარი მოხარშული კვერცხის გული. კვების პროდუქტების განაწილების რიგი შესაძლოა თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ, კიდეც, კვებეთ ბავშვი ისე, როგორც ეს უპრიანია თქვენთვის და ბავშვისთვის;
მიახლოებითი სქემა: კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება. ხელოვნურ კვებაზე მყოფმა 6 თვის პატარამ დამატებითი საკვები დღეში ორჯერ (ანუ ორ კვებაზე) უნდა მიიღოს. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს, რა ასაკიდან მიიღებს იგი დამატებით საკვებს. თუ ბავშვი წონაში ჩამორჩება, არ ჰყოფნის დედის რძე, მაშინ დამატებითი საკვების მიცემას უფრო ადრე იწყებენ. 6 თვის პატარა უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსათიანი ინტერვალით. I კვება (სავარაუდოდ, 8 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. II კვება (12 საათზე) - 180-200 მლ 10%-იანი ფაფა და 30 გ გახეხილი ვაშლი. III კვება (16 საათზე) - 200 მლ ბოსტნულის სუპ-პიურე. IV კვება (20 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. V კვება (24 საათზე) - 200მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი.
აქვე გთავაზობთ ბოსტენულის პირეს მომზადების წესს: თავდაპირველად მას უნდა მიეცეს ერთი ბოსტნეული (ჭარხალი ან სტაფილო) მოხარშული და გახეხილი, შემდეგ გამთბარი, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა გავზარდოთ 4 კოვზამდე, უნდა დავაკვირდეთ ბავშვის რეაქციას, თუ პატარამ ეს ბოსტნეული კარგად მოინელა, თანდათან, 5 – 7 დღის ინტერვალით უნდა დავამატოთ მეორე ბოსტნეული, შემდეგ კარტოფილი, შემდეგ კომბოსტო, შემდეგ თვეებში აღნიშნულს ემატება ოხრახუში, კამა, ნიახური, ოხრახუში, ხახვი, ნიორი, თეთრი პურის გახეხილი ორცხობილა 7 თვის ასაკისთვის, ჯერ 1 კოვზი, შემდეგ რაოდენობა იზრდება. 8 თვისთვის შეიძლება დაემატოს 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ყველა ბოსტნეული უნდა იყოს საღი, კარგად უნდა გაითალოს, გაირეცხოს, გასუფთავდეს კარგია თუ წყალში გააჩერებთ ნაახევარი საათით. ქვაბში ყველაფერს ერთად ნუ ჩაყრით, რაც დიდხანს იხარშება უფრო ადრე ჩადეთ, რაც სწრაფად იხარშება უფრო მოგვიანებით, კომბოსტო ყველაზე ბოლოს.
მოკლედ, ადუღებულ წყალში ჩაყრით მომზადებულ ბოსტნეულს რომლისგანაც ამზადებთ სუპს და თავდახურული ხარშავთ, რომ მოიხარშება გახეხავთ სახეხზე ან დააბლენდერებთ და ერთხელ წამოადუშებთ, სანამ ცხელია დაამატებთ ცოტა ზეთსა და მარილს.
ხოლო რჩევები ფაფის მომზადების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ გვერდზე, „პირველი ფაფა"
http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/3091-pirveli-fafa.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად