ვარ 20 წლის,სიმაღლე 1.69-1.70 და წონა 57 კილო.მაინ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

07-10-2012

-ვარ 20 წლის,სიმაღლე 1.69-1.70 და წონა 57 კილო.მაინტერესებს რამდენ კალორიას წვავს ჩემი ორგანიზმი დღეში და რამდენი უნდა მივიღო,რომ წონაში დავიკლა 6-7 კილო.ძალიან გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ და დაბალკალორიული საკვები რამდენიმე სახის მაინც მირჩიოთ,პურს,ტკბილეულს და მსგავსს არ ვჭამ,ძირითადად მაწონს და მსგავს პროდუქტებზე ვარ.

პასუხი
-თქვენი მასის ინდექსი ნორმალურია - 19,7. ამიტომ დაკლებას არ გირჩევთ. 7 კგ-ის დაკლების შემთხვევაში თქვენ შეგექმნებათ წონის დეფიციტი, რაც არასასურველად აისახება ჯანმრთლობაზე. მაქსიმუმი რაც შეიძლება დაიკლოთ არის 3 კგ.
რაც შეეხება კალორაჟის დათვლას, ასე ხდება: თავდაპირველად უნდა დადგინდეს თუ რამდენი კალორია მიდის ძირითად ცვალზე:
1. RMR = 655 + (9,5 x წონა კგ-ში) + (1,8 x სიმაღლე სმ-ში) – (4,7 x ასაკი) (გვიჩვენებს, რამდენი კალორია სჭირდება ჩვენს ორგანიზმს დღეში სიცოცხლისუნარიანობისთვის) ამ ციფრზე ნაკლები კალორიის მიღება არ არის სასურველი,
2. დღის განმავლობაში სულ დახარჯული კალორიების რაოდენობის გამოსათვლელად ძირითად ცვლაზე საჭირო კალორიების რაოდენობა უნდა გამრავლდეს შემდეგ კოეფიციენტზე:
-მჯდომარე ცხოვრების წესი: RMR * 1,2;
-მცირე ფიზიკური აქტიურობა (კვირაში 1-3 დღე სპორტი): RMR * 1,375;
-საშუალო აქტიურიბა ( კვრაში 4-5 დღე სპორტი): RMR * 1,55;
-მაღალი აქტიურობა (კვირაში 6-7 დღეს სპორტი): RMR * 1,725;
-ძალიან მაღალი აქტიურობა (ყოველდღიურად სორტით ინტენსიური დაკავება, მძიმე ფიზიკური სამუშაო სამსახურში, დღეში 2-ჯერ ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში) : RMR * 1,9.
ARM = RMR x 1,2 (ეს არის კალორიის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ წონა, მაგრამ, თუ გსურთ დაკლება, მაშინ...
იმის მერე, რაც გამოვითვლით კალორიების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის არსებული წონის შესანარჩუნებლად, გამოაკლებთ მას 500 კალორიას და მივიღებთ რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს, თუ დღეში რამდენი კალორია უნდა მიიღოთ იმისათვის, რომ დაიკლოთ კვირაში 0,5 კგ ცხიმი (თვეში 2კგ) (და არა სითხე!) ანუ საჭიროა დღეში მივიღოთ: (ARM – 500)კალ. და კიდევ...
ზოგადი რეკომენდაციები:
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
ახლა კი დიეტების შესახებ ვისაუბროთ: მსოფლიოში უამრავი დიეტა არსებობს, მხოლოდ მათი კლასიფიკაციის ჩამოთვლაც კი ძალიან შორს წაგვიყვანდა და ამის მიუხედავად მაინც არსებობს სიმსუქნის, ჭარბი წონის პრობლემა. თითქოსდა ადვილია – აირჩიე შენთვის მოსაწონი დიეტა, რომლის ავტორიც თვეში 10-15 კგ-ის დაკლებას გპირდება და შენი პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ უმთავრესი ის გახლავთ, რომ მხოლოდ სწორად შერჩეული და მკაცრად დაცული დიეტა მოგიტანთ სასურველ შედეგს. და უნდა გახსოვდეთ: წარმატების 70% თქვენზე, თქვენს ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული.
დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული, უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და თქვენი კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ. ახლა კი გთავაზობთ რაციონალური, ჯანსაღი კვების რამდენიმე წესს, რომლებიც დიეტის შერჩევისას დაგეხმარებათ:
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
- ნუ მოგხიბლავთ ე.წ. სწრაფი დიეტები – გახდით ნელ-ნელა და გონივრულად!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად