ვარ 24 წლის. დაახლოვებით 7 თვეა შუბლზე წვრილი კანქ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

03-10-2012

-ვარ 24 წლის. დაახლოვებით 7 თვეა შუბლზე წვრილი კანქვეშა გამონაყარი გამიჩნდა. ზოგადად არ მაქვს პრობლემური კანი და ასეთ გამონაყარს გარდატეხის ასაკშიც არ შევუწუხებივარ. ვიყავი დერმატოლოგთან და გამიკეთა რამოდენიმე ანალიზი სოკოზე, რაღაც ბაქტერიაზე და ტკიპაზე და არ აღმომაჩნდა არც ერთი. მითხრა ჩვეულებრივი გამონაყარიაო და დამინიშნა დუაკის გელი. ერთი თვე ვისვამდი და სახე ჩამიცხრა, შავი წერტილებიც აღარ მქონდა... ახლა ისევ ისე გამომაყარა ორონდ შუბლს ნიკაპი და ბაკებიც დაემატა.. დუაკის გელი აგარ იშოვება და იქნებ მირჩიოთ რამე. ძალიან გთხოვთ. წინასწარ დიდი მადლობა!

პასუხი
-დაიბანეთ სახე ანტიბაქტერიული საპნით – კლერასინის ქაფით, ოქსი 10 ან სეიფგარდით, გაისუფთავეთ კანი დოქტორ ტაის აკნე ლოსიონით და დერმასეპტის ხსნარით, გამონაყარზე წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი, ამქერცლავი ეფექტისთვის გამოიყენეთ გამონაყარზე ზინერიტის სუსპენზია, ბოლოს წაისვით კურიოზინის გელი 10 დღე. მკურნალობის შემდეგ, ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ სკინორენის მალამო 2-ჯერ დღეში 1 თვე. გადახედეთ კვებას, არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები, შეზღუდეთ ნახშირწყლები (ცომეული, ტკბილეული), არ ჭამოთ მაიონეზი, დაიცავით ძილისა და კვების რეჟიმი.


კომენტარები
26 აგვისტო 2018 14:18
გამარჯობა, სახეზე და ყელზე მაქვს წვრილი, უფერო, კანქვეშა გამონაყარი. რამ შეიძლება გამოიწვიოს და როგორ ვუმკურნალო?
14 ნოემბერი 2016 15:47
გამარჯობა, სახეზე კონკრეტულად ღაწვებზე მაქვს წვრილი, უფერო, კანქვეშა გამონაყარი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად