-არცთუ იშვიათად მწვავე დიარეის დროს საკმარისია ორგანიზმის წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნება, ამ მიზნით ავადმყოფს ეძლევა რეჰიდრონი. იკვებეთ დიეტური პროდუქტებით (რაციონიდან 1-2 დღით ამოიღეთ ცხიმიანი, მწარე; მოერიდეთ შემდეგ პროდუქტებს, რადგან მათ შეიძლება გააუარესონ დიარეა:
• რძე და რძის პროდუქტები: იოგურტი, არაჟანი, ახალი და მდნარი ყველი, ნაყინი, შოკოლადი;
• ცხიმიანი საკვები: შემწვარი ხორცი და თევზი, ძეხვეული, ჭარბი კარაქი და ზეთი;
• უმი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ქლიავი, მათი წვენები; თხილი, კაკალი, არაქისი;
• გაზიანი სასმელები: კოკა-კოლა, ფანტა,ლიმონათები, ხილის და ბოსტნეულის დაკონსერვებული წვენები;
• ტკბილეული: შაქარი, კანფეტები, თაფლი;
• ყავა, ჩაი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66