ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა,გრეჩიხის ფაფა მივეცი,მაგრ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

30-09-2012

-ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა,გრეჩიხის ფაფა მივეცი,მაგრამ დიდად არ მოსწონს.ვაშლი დაგვინიშნა პედიატრმა,მაინტერესებდა წვენის სახით მიცემა თუ შეიძლება

პასუხი
-ამ ასაკის ბავშვისათვის იდეალური კვება არის ან დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი (ეგრეთ წოდებული „ხელოვნური რძე“). უკვე შეიძლება ერთჯერადი დამატება, მაგრამ ეს უნდა იყოს ბოსტნეულის სუპ-პიურე. ის უნდა განზავდეს ბოსტნეულის ნახარში წვენით და არა რძით. ფაფები ჯერ ადრეა, ის უნდა დაემატოს შემდეგ თვეში ან თუ დაამატებთ რაციონს, შეიძლება მხოლოდ ერთხელ მისცეთ ბავშვს ფაფა. ეს შეიძლება იყოს 4 თვის ასაკისათვის რეკომენდებული ნებისმიერი ფაფა, ერთჯერად კვებაზე მისი რაოდენობა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც რძისა, დაახლოებით 160-170 მლ.
ხელოვნური კვების შემთხვევაში ბავშვს შესთავაზეთ გახეხილი ცოცხალი ხილი, თავიდან ½, შემდეგ 1 და 2 ჩაის კოვზი. ხილის წვენებიდან და ხილფაფიდან, სასურველია, პირველად გამოყენებული იქნას ახლადგამოწურილი ვაშლის წვენი და პლასტმასის სახეხზე გახეხილი ვაშლის ხილფაფა. წვენი სასურველია განაზავოთ წყლით. წვენების მიცემა უნდა დაიწყოთ 5-6 წვეთიდან.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – თუ გინდათ ბავშვს არაფერი დააკლოთ, ეს საკითხი უნდა შეათანხმოთ მის პედიატრთან, რადგანაც ამ ასაკის პატარასთვის კვების დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად