ვარ 25 წლის და მაგრა ვოფლიანობ,პატარა საქმეს გავა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

29-09-2012

-გამარჯობათ, ვარ 25 წლის და მაგრა ვოფლიანობ,პატარა საქმეს გავაკეთებ თუ არა ეგრევე ოფლი მომდის და თან ბლომად, შეგიძლიათ მითხრათ რის ბრალია ასეთი ოფლიანობა? მადლობთ

პასუხი
-ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და ემსახურება ორგანიზმის მიერ ჭარბი სითბოს გამოყოფას, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის დროს, გარემოს ტემპერატურის მატებისას და ა.შ.
ჰიპერჰიდროზი ზოგჯერ შიშის, მღელვარების, სირცხვილის გრძნობის დროსაც იჩენს ხოლმე თავს.
პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი კი განპირობებულია ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომელთაგანაც წამყვანია ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული ცვლილებები. მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ ბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა); ატარეთ ბუნებრივი ტანსაცმელი. აგრეთვე - ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარებას, რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. გარდა ამისა, გირჩევთ: ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და მიიღეთ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები; ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები; მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი.
• ეფექტურია ბოტოქსის ინექციებით მკურნალობაც. ამ დროს ადგილობრივი ანესთეზიით კანქვეშ შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. ოფლი პროცედურიდან ორ დღეში ქრება. ეფექტი 6-12 თვე ძლებს. გვერდითი მოქმედება არ ახლავს. ეს ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ძალზე ეფექტური მეთოდია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად