როგორ შეიძლება ვუშველო თმის ცვენას სახლის პირობებ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

28-09-2012

-გამარჯობათ როგორ შეიძლება ვუშველო თმის ცვენას სახლის პირობებში? წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი
-თმის ცვენა შესაძლოა უკავშირდებოდეს თავის კანისა და თმიანი საფარველის ინფექციებს, ენდოკრინულ დარღვევებს (თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დაბალი შემცველობა და ანემია). ამიტომ ჯერ გირჩევთ მიმართოთ ტრიქოლოგს (ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმის და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა; ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა.), ან ენდოკრინოლოგს და თმის ცვენის მიზეზი დადგინოთ.
სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად