.1კვირის პატარა მყავს,ჩამს ძუძუა ოღონდ ვიწურავ ბოთ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

27-09-2012

-გამარჯობათ.1კვირის პატარა მყავს,ჩამს ძუძუა ოღონდ ვიწურავ ბოთლში და ისე ვაძლევ რომ ნორმა მიიგოს ისე ნორმას ვერ წოვს,მალ მალე შივდება არადა ჩამს 60გრამს ყოველ 2საათში,მირჩიეთ დედის რაციონი რა უნდა იყოს რომ რძე იყოს ნოყიერი და მარგებელი?

პასუხი
-კვებეთ ბავშვი ძუძუთი , კვების ჯერადობას, სიხშირეს, კვების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თავად ბავშვი ანუ ბავშვი უნდა იკვებებოდეს მოთხოვნილების მიხედვით დღისა და ღამის განმავლობაში. კვების სიხშირე პირველი კვირის განმავლობაში დღე -ღამეში დაახლოებით 8-12-ს უნდა შეადგენდეს. ამასთან, კვებათა შორის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 3 სთ-ს, დღე-ღამის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ერთი ხანგრძლივი შუალედი (6 სთ-იანი შესვენება კვებათა შორის) - ხანგრძლივი ძილის პერიოდი. 1-1,5 თვის ასაკში ყველა ბავშვი გამოიმუშავებს კვების საკუთარ რეჟიმს.
თუ:
- შარდავს 6-8-ჯერ დღე-ღამეში;
- ყოველდღიურად აქვს კუჭის მოქმედება. (ზოგჯერ ყოველი კვების შემდეგ);
- კვების შემდგომ დაკმაყოფილებულია;
- წონის ნამატი კვირაში საშუალოდ 125 - 150 გრამია. ე.ი ბავშვს რძე ყოფნის. და კიდევ ერთი, როცა ბავშვი მთელი ღამის განმავლობაში წოვს, ის კი არ ჭამს, არამედ წოვის მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ამისათვის კი არსებობს საწოვარა. რაც შეეხება მეძუძურის რაციონს, მეძუძურ ქალს მრავალფეროვანი საკვები სჭირდება. რაციონიდან უნდა გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. შემწვარი საკვები სასურველი არ არის.
შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები: ყავა, მუქი ჩაი, კოკა-კოლა, შებოლილი, დაკონსერვებული პროდუქტების, ალკოჰოლის მიღება. ალკოჰოლი ადვილად გადადის რძეში და ახალშობილებში მძიმე ნევროლოგიურ დაზიანებას იწვევს. ყველაფერი დანარჩენი - პირველი და მეორე კერძები მჭლე ხორცით ან თევზით, ხარისხიანი ყველი, ბოსტნეული, ხილი - ნებადართულია. ნუ დაივიწყებთ ფაფებს. ბავშვის კვებისას ეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული და ახალი ხილი, ასე თქვენს მიერ გამომუშავებული რძე გაჯერებული იქნება ვიტამინებით. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას. ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. სასურველია დედის საკვებში არ შედიოდეს დიდი რაოდენობით სანელებლები (მაგ; ნიორი, ხახვი, სუნელი), ვინაიდან ისინი გემოსა და სუნს უცვლის რძეს, და პატარა ვეღარ ცნობს საყვარელ საკვებს. ქვემოთ მოგვყავს მეძუძურის მენიუ.
მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი); ჭვავის პური – 100გ . ხორბლის პური – 200 გ
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
კომენტარები
31 აგვისტო 2016 15:53
გამარჯობათ, ბავშვი არის 3 კვირის და ძუძუს ვაჭმევ..მაინტერისებს შემიძლია თუ არა საზამთროს და ბანანის მიგება?
19 ივნისი 2016 22:13
რომელი ხილის მიღება შეიძლება
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად