მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უნდა... | სექსოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სექსოლოგია

კატეგორია - სექსოლოგია

25-09-2012

-მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ რომ ესეთი კარგი საიტი გააკეთეთ და ბევრს ეხმარებით,ერთი კითხვა მაქვს, აქვს თუ არა პენისს არსებითი მნიშვნელობა სექსის დროს და როგორც ამბობენ ხოლმე შესაძლებელია თუ არა დაგრძელება და საშიში ხო არ არის შემდგომში უკუჩვენება ხო არ ააქვს,გთხოვთ მიპასუხოთ

პასუხი
-ვაჟი რომ სრულფასოვან მამაკაცად ჩამოყალიბდეს. მთავარია ჰქონდეს სექსუალური კულტურა, იცოდეს სწორი ქცევა ინტიმურ ურთიერთობაში და მოიხსნას კომპლექსები ფიზიკური მონაცემების გამო. ახლა რაც შეეხება ზომების კორექციას, კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ სტატიით, რომელიც დაიბეჭდა ”ოჯახის მკურნალის” 2006 წლის26-ე ნომერში. გთავაზობთ ამ სტატიას:
მავნეა თუ არა ზომების კორექცია?
პასუხებს ექიმი-სექსოლოგი ბატონი გიორგი ბეროშვილი.
- თუ სასქესო ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს (მხედველობაში მაქვს პროპორციები და სქესობრივი აქტი), მას ქალიშვილსა თუ არაქალიშვილთან სქესობრივი კონტაქტისას არავითარი პრობლემა არ ექნება და ქალის დაფეხმძიმებასაც ეაკულაციის (სპერმის გადმონთხევის) შემთხვევაში წარმატებით მოახერხებს. მე ვფიქრობ, აქ უფრო ფსიქოლოგიურ პრობლემასთან, კერძოდ, არასრულფასოვნების განცდასთან, გვაქვს საქმე. ასეთი რამ უმეტესად ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული. საერთოდ, საქართველოში სქესობრივი კულტურის დონე სიმაღლით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. ამ ახალგაზრდასაც, როგორც ჩანს, მცდარი ინფორმაცია აქვს მიღებული პორნოგრაფიული ფილმებიდან თუ ბეჭდური გამოცემებიდან. არ შეიძლება, საკუთარ თავზე მათ მიერ შემოთავაზებული პარამეტრების - სასქესო ორგანოს ზომისა თუ არაბუნებრივად გახანგრძლივებული აქტის მიხედვით იმსჯელო. ბუნებრივია, ფილმებში ისეთ მსახიობებს იღებენ, რომლებიც თვალს იტაცებენ და არა ისეთებს, რომლებიც უმრავლესობისგან არაფრით გამოირჩევიან. მიკროპენისად მიიჩნევა სასქესო ასო, რომლის სიგრძე 7 სანტიმეტრს არ აღემატება. რვა სანტიმეტრი და მეტი (ერეგირებულ მდგომარეობაში), პრინციპში, ნორმალური ზომის პენისად ითვლება. გასაგებია, რომ უმრავლესობას არ მოსწონს 8, 9, 10, გნებავთ 13 სანტიმეტრი სიგრძის მამაკაცური ორგანო, მაგრამ კოიტუსი (სქესობრივი აქტი) ასეთ დროს სავსებით შესაძლებელია. ის კი არა, ყოფილა შემთხვევები, როცა უფრო დიდი ზომის ასოთიც უკმაყოფილონი ყოფილან, მაგრამ სათანადო ახსნა-განმარტების შემდეგ დაგვირწმუნებია, რომ ჩარევა არ ღირდა. შედარებით მცირე ზომის ასოს დროს ზოგჯერ სქესობრივი ტექნიკის ფლობაა საჭირო. გარკვეულ პოზიციებში ქალსაც და მამაკაცსაც უფრო უკეთესი შეგრძნებები ექნებათ. თუმცა ამ ტიპის ინფორმაცია სჯობს ექიმი-სექსოპათოლოგისგან მივიღოთ და არა ქუჩაში. ქუჩაში მიღებულმა განათლებამ სადამდეც მიგვიყვანა, კარგა ხანია ვხედავთ...
ახლა - რაც შეეხება მკურნალობას, უკეთ, ზომების კორექციას. არსებობს სასქესო ასოს ზომის საკორექციო სხვადასხვა საშუალება: აბები, მალამოები, რომელთაც ფართო რეკლამირებას უწევენ, მაგრამ მათი გამოყენების წინ სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელი რომ არის, ალბათ, ყველა დამეთანხმება. დღეს ათასგვარი პრეპარატი არსებობს და იხმარება, თუმცა მათი მეშვეობით ასოს ზომების კორექცია ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. თანაც ასეთი პრეპარატები საკმაოდ ძვირია.
- ბატონო გიორგი, რა მექანიზმით მოქმედებს ეს ტაბლეტები და მალამოები?
- ისინი ძირითადად კუნთის მასას ზრდის. უფრო ზუსტად, მათი მეშვეობით იზრდება ასოს გლუვი კუნთები. ეს პრეპარატები ერექციას არ აუმჯობესებს, თუმცა ზოგიერთ პრეპარატს ინსტრუქციაში ესეც უწერია. არსებობს სპეციალური ვაკუუმური ტუმბოები - პომპები, რომლებიც სასქესო ორგანოზე კეთდება და ვარჯიშის საშუალებით ზრდის კუნთოვან მასას. ესეც საკმაოდ შრომატევადი, ზოგჯერ მატრავმირებელი პროცესია, ასე რომ, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, სპეციალისტისგან მივიღოთ ინსტრუქცია და ვარჯიშის ტექნიკა შევისწავლოთ. არსებობს სპეციალური გამჭიმავები. მათ ექსტენდერები ჰქვია. ისინი ასოს ჭიმავენ და ამ მდგომარეობაში აფიქსირებენ. ეს მოწყობილობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, ღამიდან ღამემდე, უკეთიათ პაციენტებს. ჯერ ერთი, ასე ძილი მოუხერხებელია, მეორეც, ასეთი გამჭიმავები არც ისე მალე იძლევა შედეგს.
დაბოლოს, ოპერაციული მკურნალობის შესახებ. სპეციალური ოპერაციული ტექნიკის მეშვეობით სასქესო ასომ შეიძლება თავისივე რესურსების ხარჯზე მოიმატოს ზომა. ამ დროს ხდება საკიდი იოგის გადაკვეთა და მისი მობილიზაცია-ფიქსირება ოდნავ წინ. ამის ხარჯზე ვიზუალური ეფექტი საკმაოდ კარგად არის გამოხატული - მოდუნებულ მდგომარეობაში ზომის მომატება აშკარად შეიმჩნევა, ერექციისას კი ზომამ, დიდი-დიდი, სამი სანტიმეტრით მოიმატოს. გარდა ამისა, ოპერაცია მაინც ოპერაციაა, თანაც არცთუ იაფი.
- საშიშია თუ არა კორეგირების ეს მეთოდები?
- სახიფათოს ვერ დავარქმევთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, ხომ არ ჰქონდა პაციენტს სქესობრივი პრობლემები მკურნალობის დაწყებამდე. უმთავრესად სისხლძარღვოვან პრობლემებს ვგულისხმობ. თუ გვინდა, რომ შემდეგში უსიამოვნებებმა არ იჩინოს თავი, სისხლის მიმოქცევა აბსოლუტურად ნორმალური უნდა იყოს. ამ რისკის გამო პაციენტს წინასწარ სპეციალური გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ორგანიზმში არავითარი ორგანული დარღვევა არ არის, შემდეგ კი თამამად შეიძლება ოპერაციის გაკეთება.
რეკომენდებული კლინიკები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად