წუთში გული რამდენჯერ უნდა ცემდეს?? მადლობთ | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

25-09-2012

-წუთში გული რამდენჯერ უნდა ცემდეს?? მადლობთ

პასუხი
-გულისცემის სიხშირე ანუ გულის შეკუმშვათა რიცხვი, საზოგადოდ, იმაზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის სისხლი უნდა გადაქაჩოს გულმა სისხლძარღვებში. ჩვეულებრივ, გულს მეტი ჯაფა ადგება ფიზიკური დატვირთვისას. საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ადამიანის გულისცემის სიხშირე (ნორმალური პულსი) წუთში 60-დან 80-მდე მერყეობს, სპორტსმენებისა - 40-დან 60-მდე. ასაკოვანი და დასუსტებული ადამიანის გულისცემამ შესაძლოა წუთში 90-100 დარტყმას მიაღწიოს. ბავშვებს უფრო ხშირი გულისცემა აქვთ, ვიდრე მოზრდილებს - წუთში 80-130 დარტყმა, ასაკის შესაბამისად. სირბილის დროს გულისცემა ჩქარდება. ამ შემთხვევაში წუთში 160 დარტყმაც კი ნორმად მიიჩნევა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნავარჯიშები ადამიანის გული გაცილებით რიტმულად და მშვიდად მუშაობს, თანაც მეტისმეტად არ ჩქარდება. ყურადსაღები და საგანგაშოა მდგომარეობა, როდესაც გულისცემა ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, მოსვენებისას, წუთში 100 დარტყმას აღწევს, აგრეთვე - მდგომარეობა, როდესაც სირბილისა თუ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გულის ნორმალური რიტმი 5-10 წუთში არ აღდგება - ეს შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ნიშანი იყოს.
კომენტარები
23 მარტი 2019 21:00
4 Wlis bavshvs ramdeni unda qonda gulis Chema. 94 wutshi aris tu ara nirmaluri?
27 აგვისტო 2018 20:18
55 წლის მამაკაცისთვის ნორმალური პულს მოსვენებისას რამდენი უნდა იყოს ნახევარ წუთში?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად