ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ, 30 წლის ასაკში როგორ მოვუ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-09-2012

- ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ, 30 წლის ასაკში როგორ მოვუარო სახის და ტანის კანს? ოღონდ თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის არ მცალია საკუთარი თავისთვის და მხოლოდ ცხვირის ნაწილში მაქვს შედარებით ცხიმიანი. შეიძლება ცოტა ალერგიულიც, რადგან ამ ნაწილში სიწითლეც მაქვს და ხელის მოსმისას ალაგალაგ დაყრილივით არც ისე წვრილად.დაფოთლილივით მსუბუქად. აქამდე არანაირი კრემები არ მიხმარია. ცხვირის ნაწილში ლოყებზე ფორებიც მემჩნევა. წინასწარ დიდი მადლობა. როგორ გავიწმინდო ფორები, და როგორ ვკვებო?

პასუხი
- პირველ რიგში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების, ჩიფსების, ტკბილი გაზიანი სასმელის მიღება. დღეში 2 ლიტრამდე წყალი სვით, ყურადღება მიაქციეთ, რომ კოსმეტიკა, რომელსაც ხმარობთ იყოს არაკომედოგენური და უცხიმო. თუ ხმარობთ "რუმიანას", იხმარეთ პუდრის სახით და არა კრემი.
თქვენი კანი საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას. დილა-საღამოს გამოიყენეთ სახის გელი ცხიმიანი კანისთვის. ხშირად შეისხით სახეზე ცივი წყალი. იხმარეთ ტონიკი (ნაკლებად, რომ შეიცავდეს სპირტს). იგი ავიწროვებს ფორებს. დილით წაისვით ცხიმის ამალაგებელი დამატენიანებელი კრემი. საღამოსთვის შეარჩიეთ რომელიმე სპეციალური კრემი. კარგი იქნება თუ თიხის ნიღბებს გაიკეთებთ კვირაში ერთხელ.
ახლა რამოდენიმე საშუალების მომზადებას გასწავლით:
- ტონიკი - აადუღეთ 500 მლ წყალი, ჩაყარეთ შიგნით მუჭით როზმარინი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ ჩაიხარშება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გაფილტრეთ და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი. შეინახეთ ცივ ადგილზე. გაიწმინდეთ სახე მასში დასველებული ბამბით დილასა და საღამოს, თუ ძლიერად გაქვთ გაფართოებული ფორები, თუ არა და - მარტო საღამოს. როცა ეს ტონიკი დაგიმთავრდებათ, ალბათ ფორებიც შევიწროვებული გექნებათ. შემდეგ, ეფექტის შესანარჩუნებლად ეს ტონიკი გმოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
- წყლის აბაზანა - ადუღებულ წყალში ჩაყარეთ თანაბარი რაოდენობით ბარამბო, პიტნა, ოხრახუში, ბეგქონდარა. გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლის ქვეშ გაჩერდით 5-8 წუთი. ასუფთავებს და ავიწროვებს ფორებს.
- ნიღბები:
1. გაიკეთეთ პომიდვრის ნიღაბი (თუ მგრძნობიარე სახის კანი გაქვთ, მაშინ არ ღირს). აიღეთ ორი მწიფე პომიდორი და გამოწურეთ. რბილობს დაუმატეთ 100 მლ რძე და რამდენიმე ხნით შედგით მაცივარში. ეს ცივი მასა დაიდეთ სახეზე 10 წუთი..
2. გაატარეთ კიტრი ხორცის საკეპ მანქანაში, გამოწურეთ და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა. (სექელი მასა გამოვა). შემდეგ დაამატეთ ნუშის ზეთი. წაისვით სუფთა სახის კანზე თანაბრად. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მინერალური წყლით და წაისვით ტონიკი. ერთი თვის განმავლობაში ყოველ კვირას ჩაიტარეთ ეს პროცედურა.
3. ათქვიფეთ კვერცხის ცილა (სქელი ბეზე), დაამატეთ მესამედი კვერცხის გული და 20 წვეთი ლიმონის წვენი. ფრთხილად გადაურით. წაისვით სახეზე (თვალის ირგვლივ არა), გაიჩერეთ 15 წუთი დ შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად