.დედაჩემის დედა გარდაიცვალა 1 წლის და 7 თვის უკან.... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

22-09-2012

-გამარჯობათ.დედაჩემის დედა გარდაიცვალა 1 წლის და 7 თვის უკან.არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ბებია ხომ საერთოდ საოცრება! ფაქტიურად მისი გაზრდილები ვართ მე და ჩემი და-ძმა და ძალიან გვიყვარდა! ;((( ჩვენ დიდი ხანია რაც ევროპაში ვცხოვრობთ მაგრამ ბოლო წლები,ბებიაჩვენს საქართველოში ყოფნა სურდა და ამიტომ მანდ ცხოვრობდა მარტო,მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ხშირად ჩავსულიყავით მასთან და ასეც ვიქცეოდით.ძალიან უხაროდა ბებიაჩვენს,ყველას ერთად რომ გვხედავდა :) დედაჩემი დედისერთაა და ძალიან მიჯაჭვული იყო დედამისზე,მამა ძალიან ადრე გარდაეცვალა ,სტუდენტი რომ გახდა მაშინ (ჩვენ ვერ მოგვესწრო).ბებიაჩვენის გარდაცვალების ამბავი ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის... უეცრად ფილტვების ანთება დაემართა და კუჭის პრობლემებიც აწუხებდა.სამწუხაროდ 2 დღე კომაში იყო და ვეღარ გადარჩა... ეს ამბავი იყო ჩვენთვის შოკისმომგვრელი და ძალიან იმოქმედა ჩვენ,ყველაზე!!! დედაჩემი და მამაჩემი,ჩავიდნენ თბილისში ამ ამბავზე (ჩვენ ვერ წავედით,რადგან ვიცით, საშინლად იმოქმედებდა!).იმ სახლში,სადაც ვჩერდებოდით,მანდ ჩამოსვლისას,დედას ძალიან გაუჭირდა მარტო ყოფნა,ამიტომ მამაჩემის გარეშე სახლში ვერ ჩერდებოდა და ვერ იძინებდა.ძალიან ნერვიული გახდა და საკმაოდ სევდიანი :( დამამშვიდებელი არ დაულევია. ხშირად ამბობს,რომ კიდევ,ის შველის,რომ აქ,ევროპაში ვცხოვრობთ ანუ შორს რომ ვართ,იმიტომ რომ დედამისი ხომ მუდამ ცოცხალია ჩვენს გულებში და ხანდახან თითქოს,ისევ გვგონია რომ ის ,მანდ,ჩვენს სახლში გველოდება და მალე ვნახავთ... ;((( ღამეები კარგად არ სძინავს,განსაკუთრებით,თბილისში. გთხოვთ მოგვწეროთ,თუ რისი გაკეთება შეიძლება რომ ამ მდგომარეობიდან იოლად გამოვიდეს?! რამე დამამშვიდებელს ხომ არ გვირჩევთ? მე თვითონ,5 თვის უკან ვიყავი თბილისში, ამ ამბის მერე პირველად და სახლი ცარიელი რომ დამხვდა,დიდი სტრესი მივიღე!!! საკმაოდ აგრესიულიც გავხდი ... სახლში ძლივს ვჩერდებოდი,ამიტომ დილით გავდიოდი და საღამოს,გვიან მოვდიოდი,მხოლოდ დასაძინებლად. გთხოვთ,გვირჩიოთ რამე.უღრმესი მადლობა წინასწარ!

პასუხი
-ჩვენ მხოლოდ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები შეგვიძლია გირჩიოთ, მაგალითად, ვალერიანი, ალორა, ბარამბო, ნოვოპასიტი ან სხვა. თუმცა გირჩევთ დედამ მიმართოს ნევროლოგს, რადგან როგორც ჩანს, ადგილი აქვს სტრესის შემდგომ დეპრესიას, რაც საჭიროებს ისეთ პრეპარატებს (ანტიდეპრესანტებს), რომელიც უნდა შეარჩიოს და დოზაც განსაზღვროს  ნევროლოგმა. ანტიდეპრესანტებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების წყალობით საგრძნობლად უმჯობესდება გუნება-განწყობა, მცირდება ან საერთოდ ქრება სევდა, ნაღველი, მოთენთილობა, აპათია, განგაშის შეგრძნება და ემოციური დაძაბულობა, იზრდება ფსიქიკური აქტივობა, წესრიგდება ძილი და მადა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
ამერიკელი ექსპერტები აქვეყნებენ მასშტაბური კვლევის შედეგებს, რომლებიც ეყრდნობა 80 ათასზე მეტი სიმსივნით დაავადებულის გამოკითხვას.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად