.ვარ 14 წლის ბიჭი.ფეხის თითებს შორის მაქვს არასასი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

11-09-2012

-გამარჯობათ.ვარ 14 წლის ბიჭი.ფეხის თითებს შორის მაქვს არასასიამოვნო სუნი(დაბანის შემდეგაც),მაგრამ არანაირი ქავილი ან გაღიზიანება,არც სიწითლე.თან ძალიან მძაფრი სუნია.გთხოვთ დამეხმაროთ.

პასუხი
-ფეხის სუნის გასაქრობად უპირველეს ყოვლისა, ოფლს უნდა ებრძოლოთ. ამისათვის ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები.
ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის, ან ნატურალური ტყავის, ზაფხულში იხმარეთ მოხდილი ფეხსაცმელები. წინდები უნდა იყოს ბამბის. პერიოდულად გარეცხეთ ფეხსაცმელი და გამოიყენეთ ფეხის დეზოდორანტები. თუ ამან არ გიშველათ, მაშინ ორი კვირის განმავლობაში ყოველდილა მიიფრქვიეთ ბორის მჟავა ტერფებზე და თითებს შორის. საღამოს დაიბანეთ ფეხის ტერფები თბილი წყლით. რასაკვირველია, ყოველდღე უნდა გამოიცვალოთ წინდები.
არსებობს კომბინირებული (ანტიმიკოზური, ანთებისსაწინააღმდეგო, დეზოდორის თვისებების მოქონე) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმლის საფენში. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. მართალია ისინი ვერ წყვეტენ პრობლემას, მაგარამ სუნს რამდენადმე ახშობენ და ოფლიანი ფეხების გართულების (სოკო) ალბათობასაც აქვეითებენ.
ახლა გასწავლით ფეხიდან სუნის გასაქრობ რამდენიმე სხვა საშუალებასაც:
- ფეხები მოათავსეთ ჩაის მაგარ ნაყენში თხუთმეტი წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ. ეს კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად.
- ფეხებზე გადაივლეთ ძმრის ხსნარი. ფეხის სუნის მოსაცილებლად კვირაში სამ-ოთხჯერ ფეხები დაიბანეთ ძმრის თბილ წყალხსნარში. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ.
- ძლიერი ოფლიანობის დროს სასარგებლოა ასეთი აბაზანები: 1 ლ წყლში ჩაყარეთ 50-100 გრ მუხის ქერქი. ადუღეთ 20-30 წთ დაბალ ცეცხლზე. გაიკეთეთ თბილი აბაზანები ყოველ საღამოს.
- ჩაყარეთ 1/5 ჩ.კ. ან დანის წვერით დამწვარი შაბი 1 ჭიქა ცხელ წყალში, კარგად გახსენით და გადაივლეთ ტერფებზე.
- ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა ცხელ წყალში. გადაივლეთ ტერფებზე ღამე, დილით კი გამოიყენეთ ცივი მარილიანი წყალი. ასეთი პროცედურების შემდეგ მცირდება ოფლიანობა და სუნი ფეხებზე.
- ლიმონის წვენით გაიწმინდეთ ტერფები ყოველ ღამე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად