რა არის რაქიტი? რომელი თვიდან შეიძლება შენიშნო და ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

11-09-2012

-რა არის რაქიტი? რომელი თვიდან შეიძლება შენიშნო და რა ნიშნები ახასიათებს?

პასუხი
-რაქიტი D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა. ახასიათებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევა, ძვლოვან ქსოვილებში სპეციფიკური დაზიანების განვითარება. რაქიტი ყველაზე ხშირად 2-3 თვიდან 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. რაქიტის ადრეული ნიშნებია: ჭირვეულობა, ფრთხილი ძილი, კრთომა ძილში; უმადობა; ოფლიანობა, რომლის შედეგია ე.წ. "კეფის სიქაჩლე".
თუ ბავშვს ამ ეტაპზე არ ჩაუტარდა მკურნალობა, ვითარდება რაქიტის უფრო რთული ფორმა, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია: დიდი კვადრატული თავი, წინ წამოწეული შუბლის ბორცვებით; დიდი, ბაყაყისებური მუცელი; კბილების დაგვიანებით ამოსვლა; გულმკერდის წინა ზედაპირზე ნეკნთა ბოლოების შემსხვილება (რაქიტული კრიალოსანი); სხივ-მაჯის სახსრის შემსხვილება (რაქიტული სამაჯური); ხოხვისა და სიარულის დაგვიანება; წვივის ძვლების ფორმის შეცვლა X–ისა და 0-სებურად; იხვისებური სიარული. ვრცლად თემას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე ენციკლოპედიის რუბრიკაში, მისამართზე
http://mkurnali.ambebi.ge/enciklopedia.html?task=term&id=8110
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად