მყავს ერთი თვის პატარა და ძალია ძნელათ გადის კუჭშ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

07-09-2012

-გამარჯობათ მყავს ერთი თვის პატარა და ძალია ძნელათ გადის კუჭში იქნებ მირჩიოთ რამე......წვნიანებს ვჭამ მარა არ შველის....და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ძუძუს თავები დამისკდა და რას მირჩევთ რა წავისვა?

პასუხი
-როცა ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა ფუნქციურ შეკრულობას დედის არასწორი კვების რეჟიმი იწვევს. ამ საკითხზე რჩევების მისაღებად გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე თინათინ ქორიძის სტატიას „კვება - ჩვილის ნორმალური განვითარების საწინდარი“
http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/681-2009-02-21-10-54-56.html
რჩევების გათვალისწინების პარალელურად საჭიროა პედიატრთან ვიზიტი და რეკომენდაციების მიღება.
ნახეთქებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თურმანიძის მალამო და გაითვალისწინეთ: გთავაზობათ ამონარიდს თინათინ ქორიძის სტატიიდან “ როგორ ვაწოვოთ ძუძუ“
თუ დედას მკერდი სტკივა როცა ახალშობილი ძუძუს სწორად წოვს, დედას დისკომფორტის შეგრძნება არ უჩნდება და რძეც საკმარისი რაოდენობით გამოიყოფა. ტკივილი მხოლოდ პირველ წამებში შეიგრძნობა - მაშინ, როცა ჩვილი ძუძუსთავს პირში იდებს. თვით წოვის პროცესი კი მტკივნეული არ არის.
თუ ბავშვის კვებისას ტკივილს გრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი პაწია ძუძუს არასწორად წოვს. მოთმენას არ გირჩევთ, რადგან ასეთ დროს დვრილებზე ნახეთქები ჩნდება და მკერდის სტიმულაციაც (რძის წარმოქმნის თვალსაზრისით) არასრულფასოვანია.
როგორ ვაწოვოთ:
• წამოწექით ან დაჯექით მოხერხებულად;
• ბავშვი მთელი სხეულით მკერდისკენ მიიბრუნეთ;
• წოვის დროს პაწია მხრებით დაიკავეთ და არა თავით;
• ჩვილმა პირი რომ გააღოს, საკმარისია, ძუძუსთავი მის ზედა ტუჩს შეახოთ;
• ბავშვის კვებისას ნუ მოიჭყლეტთ დვრილს თითებით;
• ძუძუსთავი ბავშვის სასისკენ მიმართეთ და არა ენისკენ;
• წოვის დროს ბავშვის ნიკაპი დედის მკერდს უნდა ეკვროდეს;
• წოვის პროცესს უნდა ხედავდეთ და გესმოდეთ ყლაპვის ხმა.
თუ წოვისას მკერდში ტკივილი იგრძენით:
•შეუცვალეთ ბავშვს მდებარეობა;
• ძუძუ გამოუღეთ და პირის კუთხეში თითი ნაზად ჩაუყავით. პაწია ყბებს გახსნის.
• ამის შემდეგ ძუძუ ისევ ჩაუდეთ, თანაც რაც შეიძლება ღრმად.
არის შემთხვევები, როცა სამშობიაროში დედა და ახალშობილი ცალკე პალატაში არიან. ამის გამო ბავშვს 6-7-ჯერადი კვების რეჟიმი უყალიბდება. შინ მიყვანისთანავე ეცადეთ, შეუცვალოთ იგი, რადგან სტაბილური ლაქტაციისთვის (რძის გამომუშავებისთვის) მკერდის საკმარისი სტიმულაციაა საჭირო, ეს კი არ მოხდება, თუ ძუძუს დღეში 12 ჯერზე ნაკლებად აწოვებთ. კვების 6-7-ჯერადი რეჟიმი იქამდე მიგიყვანთ, რომ რძის წარმოქმნა პირველსავე თვეებში შეფერხდება. დამატებითი საკვების მიღება კი ბავშვს კვების პრობლემას კი გადაუჭრის, მაგრამ დედას რძე შეუმცირდება და საბოლოოდ ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა დაგჭირდებათ, ეს კი ფინანსურადაც არახელსაყრელია. ასე რომ, არჩევანი თავად გააკეთეთ - პირველ ხანებში 12-ჯერადი კვება დედის მხრივ სერიოზულ ძალისხმევასა და ნებისყოფას მოითხოვს, სამაგიეროდ თქვენი პაწია უზრუნველყოფილი იქნება ყველაზე უსაფრთხო, სასარგებლო საკვებით და დაცული იქნება ასე მომრავლებული ვირუსების თავდასხმისაგან
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად