! მყავს 1.5თვის პატარა ფრჩხილის გარშემო გაუწითლდა ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

04-09-2012

-გამარჯობათ! მყავს 1.5თვის პატარა ფრჩხილის გარშემო გაუწითლდა და ოდნავ შეუსივდა.მე ვფიქრობ ინფექცია ხომ არ შეეცჭრებოდა? რა საშუალება არსებობს რომ გაუკეთო და მოურჩეს?საშიში ხომ არ არის? ძალიან გთხოვთ მალე მიპასუხოთ ძალიან ვნერვიულობ.გმადლობთ წინასწარ.

პასუხი
-ასეთ დროს უნდა მოვამზადოთ ცხელი მარილიანი აბაზანა თითისთვის: 1 ლიტრ თბილ წყალში გავხსნათ 5-7 სადილის კოვზი ზღვის ან მსხვილად დაფქული მარილი, მივიყვანოთ ადუღებამდე და შემდეგ გავაგრილოთ, რომ კანი არ დაწვას. ჯერ თვითონ შევამოწმოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავაყოფინოთ პატარას თითი. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როცა წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, პროცედურა შეგვიძლია გავიმეოროთ. მარილის აბაზანის შემდეგ თითი გავამშრალოთ და დავადოთ ნახვევი დიმექსიდის 10%-იანი ხსნარით: 1 ჩაის კოვზ დიმექსიდის ხსნარს დავუმატოთ 2-4 ჩაის კოვზი თბილი ანადუღარი წყალი და ბავშვს თითი ამ ხსნარში დასველებული მარლის ტამპონით გადავუხვიოთ. 3-4 საათში სახვევი უნდა გამოვუცვალოთ. შეხვევა ვიშნევსკის მალამოთიც შეიძლება. მარილიანი აბაზანებისა და ნახვევის მონაცვლეობით 5-7 დღეში ანთებითი პროცესი ჩაქრება და შეშუპება ჩაცხრება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად