მსურს, ქატოს ავკარგიანობაზე მითხრათ ცოტაოდენი რამ.... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

02-09-2012

-მსურს, ქატოს ავკარგიანობაზე მითხრათ ცოტაოდენი რამ. რამდენად მარგებელია წონის კლებისთვის, წიდებისგან გასათავისუფლებლად და როგორ შეიძლება მიღება. დიდი მადლობა!

პასუხი
-ამ მიზნით გამოიყენება ხორბლის ქატო, ღამით 2 სუფრის კოვზ ქატოს უნდა დაასხათ 200მლ მდუღარე წყალი და დატოვოთ დილამდე, დილით ჭიქის ზემოთ არსებული წყალი ნელა გადაასხით, ხოლო გაჯირჯვებული ქატო 2 ჩაის კოვზის ოდენობით შეურიეთ საკვებს; 3-ჯერ დღეში, შეგიძლიათ ჭამამდე მიღებაც; ჯერ ამ წესით მომზადებულ ქატოს შეჭამთ, მერე საკვებს მიაყოლებთ;
ბოჭკოვანი საკვების ერთ-ერთ ძვირფას წყაროდ დიეტოლოგები მიიჩნევენ ქატოს – ის წმინდავს და აჯანსაღებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ასევე ხელს უწყობს წონაში დაკლებას და გვეხმარება ჯანსაღი და ლამაზი სახის კანის შენარჩუნებაში. თუ ქატოს მიღებისთან ერთად სხვა საკვებს შეამცირებთ, გახდებით, მაგრამ თუ მას უბრალოდ დაამატებთ საკვებს, რასაკვირველია გახდომას არ უნდა ელოდეთ. წონასთან ბრძოლის პირობებში ქატოს მიირთმევენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის უჯრედისის ხარჯზე ბუნებრივად უწყობს ხელს ნაწლავში საკვების გადაადგილებას და მის თანაბარ შეწოვას. ქატო ამ შემთხვევაში არის დამხმარე, დანამატი კომპონენტი, რათა დიეტის დროს საკვების მოცულობის შემცირებამ არ შეუქმნას ორგანიზმს დისკომფორტი და დაეხმაროს ადაპტაციური მექანიზმის ჩამოყალიბებაში.
როცა იღებთ უჯრედისს, აუცილებელია მიიღოთ ჩვეულებრივთან შედარებით მეტი რაოდენობით წყალი. დიდი რაოდენობით მისმა მიღებამ შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის მიერ ცინკის, მაგნიუმის, რკინის, კალციუმის, ვიტამინი B2-ის, B12-ის შეთვისება, ხოლო კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მკაცრად არის გამორიცხული ბოჭკოვანი საკვები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად