გამონადენი ორსულობის პერიოდში აუცილებლად ნიშნავს რ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

24-08-2012

-გამონადენი ორსულობის პერიოდში აუცილებლად ნიშნავს რომ ანთებითი პროცესები მიმდინარეობს?არ ამიღია ნაცხის ანალიზი სისხლოვანი გამონადენის გამო,რომელიც ორსულობის დასაწყის პერიოდში მაწუხებდა და რამდენად მნიშვნელოვანია გაკეთება?გმადლობთ

პასუხი
-როგორი გამონადენი გაქვთ? ორსულობის დროს ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაციის მატება განაპირობებს გამონადენის გაძლიერებას, ამ დროს გამონადენი მოთეთრო, ლორწოვანია და არ ახასიათებს მკვეთრი სუნი.
რაც შეეხება ორსულებში განვითარებულ ინფექციებს, ყველაზე ხშირია სოკოვანი ინფექცია და ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციის დროს გამონადენს ლუდისმაგვარი სუნი აქვს და თეთრი ხაჭოსებრია, ბაქტერიულის დროს– გამონადენი წყლისებურია, მკვეთი სუნით. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისას (ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი) გამონადნი მომწვანო–მოყვითლო ფერისაა, ახასიათებს სისხლის მინარევებიც, და წვა. არაინფექციური პროცსის დროს გამონადენი უკავშირდება ჰიგიენის დარვევას, არომატიზებული საპნების და სარეცხი საშუალებების გამოყენებას, ხელოვნური თეთრეული, კოლგოტკები, ზრდის ოფლიანობას ამ დროს გამონადენი უსუნოა, უფერო და წყლისებური თუ არ დაერთო ინფექციური პროცესი.
არც თუ იშვიათია საშვილოსნოს ყელის ეროზია, ამ დროს გამონადენი ლორწოვანია, შესქელებული და სისხლის მცირე შენარევით, ეს მდგომარეობა მშობიარობის მოახლოებასთან ერთად ძლიერდება.
დიდი ყურადღების საგანია ორსულობის დროს განვითარებული სისხლიანი გამონადენი, რომელიც არავითრ შემთხვევაში არ ჯდება ფიზიოლოგიურ ფარგლებში.
სისხლიან გამონადენს ვხვდებით ორსულობის ადრეულ ვადებზე და გვიან პერიოდში. ადრეული გამონადენის შემთხვევაში თითქმის 80% შემთხვევაში ორსულობის მიმდინარეობას საფრთხე არ ექმნება, მცირედ შეფერილი გამონადენისას შიშს საფუძველი არა არის, თუმცა ასეთი გამონადენის შემჩნევიდან 6 დღის ვადაში აუცილებელია გინეკოლოგთნ ვიზიტი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
02 აგვისტო 2018 19:21
gamarjobat aseti kitxva minda dagisvat,8tve daiwyo da ar mqonia cikli,var orsulad mucelu gamididda da base mgonia ragac mawveba xolme.sashishi xomaraa rame
23 თებერვალი 2018 11:49
Var12kviris orsuli.dgesmakvs23shi Collis feriodi odnav sisxliani gamonadeni mkobda mosharcvis dros aris tuara saftxe moshlis
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად