იქნებ ამიხსნათ კრეონი 10000 მიღების წესი?დღეში რამ... | ფარმაკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფარმაკოლოგია

კატეგორია - ფარმაკოლოგია

18-08-2012

-იქნებ ამიხსნათ კრეონი 10000 მიღების წესი?დღეში რამდენჯერ და ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?და რისთვისაა კარგი?გმადლობთ.

პასუხი

კრეონი 10000 ფერმენტული პრეპარატია; აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

პრეპარატი გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის ეგზოკრინული უკმარისობის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია: მუკოვისციდოზით; ქრონიკული პანკრეატიტით; პანკრეატექტომიით; ტოტალური გასტრექტომიით; კუჭის ნაწილობრივი რეზექციით (ბილროტი – I/II); სიმსივნით გამოწვეული სადინარის ობსტრუქციით (მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარის ობსტრუქცია ან ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა). პრეპარატი ასევე გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში კუჭქვეშა ჯირკვლის მიდამოში ტკივილის ან გვიანი ტრანსპლანტაციური პანკრეატიტის სამკურნალოდ, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას. პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

წინააღმდეგჩვენება: კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატების დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია მწვავე პანკრეატიტის ადრეული სტადიის დროს და პაციენტებში პანკრეატინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

დოზა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და დიეტის შემადგენლობაზე. მოზრდილებსა (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით) და ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია ორი კაფსულის მიღება ჭამის დროს, ხოლო საუზმის დროს – 1 კაფსულის გამოყენება.
კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ეფექტური დღეღამური დოზა შეადგენს 4-დან 15 კაფსულას და მიიღება საკმარისი რაოდენობის (დაახლოებით 100 მლ) სითხის მიყოლებით, ძირითადი საკვების ან მსუბუქი საუზმის დროს. ჭამის წინ რეკომენდებულია ნახევარი ან 1/3 ერთჯერადი დოზის მიღება, დანარჩენი ნაწილი – ჭამის შემდეგ. კაფსულები და მიკროსფერები საჭიროა გადაიყლაპოს მთლიანად, დამტვრევის ან დაღეჭვის გარეშე. ყლაპვის გაძნელების (ჩვილ ბავშვებში ან ხანდაზმულ პაციენტებში) შემთხვევაში კაფსულას ფრთხილად ხსნიან, ხოლო მიკროსფეროს უმატებენ თხიერ საკვებში, რომლებსაც არ სჭირდებათ დაღეჭვა, ან მიიღებენ სითხესთან ერთად. მიკროსფეროს საკვებთან ან სითხესთან შენაერთის შენახვა არ არის რეკომენდებული. მიკროსფერის დაქუცმაცებისას ირღვევა მისი გარსის მთლიანობა, რომელიც იცავს მას კუჭის წვენზე მოქმედებისაგან.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად