მადლობა წინასწარ.მინდა ჩემი გულის ტკივილი მოგიყვეთ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

16-08-2012

-გამარჯობათ,მადლობა წინასწარ.მინდა ჩემი გულის ტკივილი მოგიყვეთ. მოკლედ გათხოვილი ვარ უკვე სამი წელია მყავს ერთი შვილი,პრობლემა იმაშია რომ ჩემს მეუღლეს უყვარს მეგობრებთან ერთად გართობა თან ყავს სკუტერი,სამსახურშიც მაგით მოძრაობს, უყვარს დალევა და რო სვავს მერე დროის კონტროლს კარგავს და ზოგჯერ დილის 6.სთ-ზე შემოდის სახში და ისე 3-4 სთ.ზე. რო ვეუბნები რამეს მიბრაზდება ცუდს არაფერს ვაკეთებო ესე მეუბნება, მაგრამ მე ვნერვიულობ რამდენჯერმე დავემუქრე რო წავალ სახლიდან მეთქი მაგრამ ერთი დღე გაჩერდება სახში და მერე ისევ აგრძელებს დალევას და ბოდიალს. რაც შემეხება მე აღარ ვმუშაობ და სახში ვზივარ სულ, ბავშვის აღზრდით ვარ დაკავებული.ძალიან გთხოვთ იქნებ რამე მირჩიოთ როგორ მოვიქცე.

პასუხი
-სამწუხაროდ რაიმე კომკრეტულ რჩევას, რომელის დახმარებითაც შესძლებთ მეუღლეს უარი ათქმევინოთ ჩვევაში გამჯდარ გართობასა და დალევაზე, ვერ გეტყვთ. ჩვენ გირჩევთ, დაელაპარაკოთ მეუღლეს (როცა ფხიზელი იქნება), ოღონდ ძალიან მშვიდად და სხოვეთ უარი სთქვას ყოველდღე ,,დროის ტარებაზე“, სცდეთ მასთან კომპრომისზე წასვლა, მაგალითად, შეთანხმდით, რომ შაბათ-კვირას მთელი დღე თქვენთან და ბავშვთან გაატარებს, და კიდევ კვირაში ერთი დღე სამსახურის დასრულებისთანავე სახლში მოვა და თქვენთან იქნება. ერთად დაგეგმეთ ქალაქგარეთ გასეირნება, სტუმრად წასვლა და ა.შ. თქვენ გვწერთ, რომ არ მუშაობთ და სულ სახლში ხართ. გირჩევთ მაქსიმალური ყურადრება მიაქციოთ გარეგნობას, სულ ფორმში იყავით, მოუღლეს ოჯახში შეუქმენით მყუდრო და მშვიდი გარემო. თქვენ გირჩევთ დაიწყოთ სამსახურის შოვნაზე ზრუნვა. ბავშვი საბავშვო ბაღში მიიყვანეთ და თქვენ სამსახურში (უმჯობესია ნახევად განაკვეთზე) გადით. როდესაც ქალი ფორმაშია, აქვს სამსახური იგი თავადაც მეტ პატივს სცემს თავს და სხვის პატივისცემასაც იმსახურებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად