მოგესალმებით. ამ ბოლო დროს ძალიან შემაწუხა სახეზე ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

15-08-2012

-მოგესალმებით. ამ ბოლო დროს ძალიან შემაწუხა სახეზე ჩირქოვანმა გამონაყარმა, ერთ ადგილზე რომ მორჩება, მერე სხვა ადგილას ჩნდება,ვიცი ასე ზეპირად ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება იყოს,რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო რომ დავადგინო, რა იწვევს/ვარ 37-წლის/ ახლა ქალაქში არ ვარ, და ხომ ვერ მირჩევდით რამეს მიღებას, სანამ გამოკვლევებს გავიკეთებ? ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ რამე.წინასწარ დიდი მადლობა!

პასუხი
-თქვენი მონათხრობის მიხედვით საქმე გვაქვს ვულგარულ ფერიმჭამელასთან, რომელიც არის ქრონიკული დაავადება, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), საკვერცხეების ფუნქციის მოშლა და სხვა. მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას. ნუ შეეცდებით გამონაყრის გამორწყვას ეს გართულებას გამოიწვევს. თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, მაშინ ჯერ დერმასეპტით გაიწმინდეთ კანი, შემდეგ თითოეული ელემენტი თეთრი კასტელანით დაიმუშავეთ, თუ კვანძები გაქვთ მაშინ წაისვით კვანძებზე იხტიოლის მალამო რამდენიმე დღე, კვანძების დაშლის შემდეგ აქერცვლის მიზნით გამოიყენეთ ზინერიტის სუსპენზია (შეიცავს ერითრომიცინს და თუთიას), მაგრამ მხოლოდ კვანძებზე წაისვით (მთელ კანზე - არა), ასეთი მკურნალობა ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგი 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ კურიოზინი-გელი 2-ჯერ დღეში და ბოლოს (ანუ მკურნალობის დაწყებიდან 20 დღის შედეგ) ნარჩენი პიგმენტაციის (ტოვებს ვულგარული ფერიმჭამელები) ასალაგებლად იხმარეთ სკინორენის მალამო, 2-ჯერ, ერთ თვის განმავლობაში ან მელანინის მალამო, დეპიდერმი, ან უნიტონ 4.
დასაბანად (კანისთვის და თმებისთვის) გამოიყენეთ ოქტენოსანი ან კლერასილის გელ-ქაფი (ანტიბაქტერიულია).
გარდა ამისა, აუცილებელია დიეტა _ უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა, უნდა განისაზღვროს სისხლში შაქრის დონე. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალბით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად