რას ნიშნავს გენური შეუთავსებლობა უკვე 2 წელია რაც ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

09-08-2012

-რას ნიშნავს გენური შეუთავსებლობა უკვე 2 წელია რაც ცოლი მყავს და მესამეთ შეწყვიტა ემბრიონმა განვითარება 5 კვირას მუცლის არეში ტკივილებს ვგრძნობ და პროსტატის ბრალი ხომ არარის? პროსტსტს რომ მქონდეს შეიძლება ესე 3 ჯერ შეწყდეს ორსულობა? დიდი მადლობა

პასუხი
-ჩვეული აბორტის მიზეზი შეიძლება იყოს 1) ორსულობის 9 კვირამდე თვითნებითი აბორტების მიზეზი ხშირად მშობლების ქრომოსომული ანომალიებია. ჩაიტარეთ მედიკო-გენეტიკური კონსულტაცია. 2) პლაცენტაციის პროცესის დარღვევა: საშვილოსნო პლაცენტალური სისხლის მიმოქცევის მოშლა, პლაცენტის სისხლძარღვთა თრომბოზი, იშემია, დისტროფიული ცვლილებები, ნეკროზი (ხდება პათოლოგიური დაშლის პროდუქტებით ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტემპერატურა სუბფებრიალურია). პლაცენტაციის პროცესის პათოლოგიურად მიმდინარეობის მიზეზი შეიძლება იყოს: ყვითელი სხეულის უკმარისობა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი(ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია). თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია, ინფექციები(ვირუსული, ბაქტერიული, პროტოზოული) მიმართეთ გინეკოლოგს, დაორსულებამდე ჩაიტარეთ კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები.
- რაც შეეხება პროსტატიტს _ უნდა მიმართოთ უროლოგს. თუ მისი გამომწვვი მიზეზია რაიმე ქრონიკული ინფექცია, მაშინ თქვენს მეუღლეაც ექნება ეს ინფექცია, რაც ერთერთი ხშირი მიზეზია ორსულობის შეწყვეტისა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად