ვარ 37 კვირის ფეხმძიმე. სისხლში დამიდასტურდა სიფი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

07-08-2012

- ვარ 37 კვირის ფეხმძიმე. სისხლში დამიდასტურდა სიფილისის არსებობა, 15 წლიდან მაწუხებს შეძენილი ეპილეფსია, რის გამოც თითქმის მთელი ორსულობა ვიღებდი depakine xrono 1000mg. დღეში. ჩემი ექიმი თვლის, რომ სწორედ ამ წამლის დიდი დოზებით მიღებამ გამოიწვია სისხლში სიფილისის ჩამოყალიბება, რადგან ჩემს მეუღლეს ეს დაავადება არ აღმოაჩნდა. რაც ჩემთვის (და ექიმებისთვისაც) გაურკვეველია. თვენი აზრით, მართლა შეეძლო თუ არა ამ წამალს სისხლში სიფილისის გამოწვევა? ექიმის დანიშნულებით გავიკეთე პენიცილინის ნემსები, სულ 2 კურსი, მაგრამ ახლა წელის არეში ვგრძნობ ტკივილს. იქნებ მიპასუხოთ, ტკივილი ნემსების არასწორი გაკეთების შედეგია თუ ეს მხოლოდ წინასამშობიარო ტკივილია და სხვა არაფერი? სხვა მრივ ყველანაირად გამოკვლეული ვარ და სხვა არაფერი მაწუხებს, არც ცილები მაქვს და წნევასაც დაბალს ცატარებ. წინასწარ გმადლობთ.

პასუხი
- დეპაკინის კი არა - ნებისმიერი მედიკამენტის მიღება-არ მიღება არ იწვევს სიფილისს.... ეს ვენერიული დაავადებაა და გადადის სქესობრივი გზით.
რაც შეეხება წელის არეში ტკივილს - ინექციების გამო ტკივილი შეიძება გამოვლენილიყო დუნდულა კუნთებზე შეწითლების, გამაგრების და სიმხურვალის შეგრძნებით. წელის ტკივილები სავსებით შესაძლოა, წინასამშობიარო ტკივილებია. მიმართეთ კვალიფიციურ გინეკოლოგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად